აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს.
"ეს შემაშფოთებელია". - დაწერა კელიმ ტვიტერზე.
რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა.
მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.
ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".