იან კელი - ბოლო დროს საქართველოს დასავლეთისგან ნამდვილი მიტრიალება ვნახეთ

იან კელი - ბოლო დროს საქართველოს დასავლეთისგან ნამდვილი მიტრიალება ვნახეთ

access_time2022-11-30 00:05:09

ბოლო დროს საქართველოს დასავლეთისგან ნამდვილი მიტრიალება ვნახეთ - აშშ-ს წინააღმდეგ თავდასხმები უპრეცედენტოა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ კონფერენციის “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი” მოხსენებაზე განაცხადა.


იან კელის თქმით, საქართველოსადმი „აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ძალიან კონკრეტული იყო”.


„ მას შემდეგ რაც საქართველომ გამოთქვა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის სურვილი, ეს პოლიტიკა იყო ამ ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა ნებისმიერი გზით, რითაც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ამის დიდი ნაწილი ის იყო, დავრწმუნებულიყავით, რომ საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებელი და სუვერენული რჩებოდა.



თუმცა ბოლო დროს საქართველოს დასავლეთისგან ნამდვილი მიტრიალება ვნახეთ, რაც ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია. ასეთი სახის მიტრიალება, აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მწვავე თავდასხმებთან გაერთიანებული, და ეს თავდასხმები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ნამდვილად უპრეცედენტოა, ნამდვილად გვაიძულებს დავფიქრდეთ - უნდა გადავხედოთ თუ არა როგორ ვეხმარებით ამ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ გავაჩეროთ ეს ანტი-დასავლური ტრენდი - საჭირო რეფორმების არგანხორციელების ტრენდი.


ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ გზებს, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ხალხის მათი ისტორიული მისწრაფებების მიღწევაში - კოლექტიურ დასავლეთში გაერთიანებაში, დახმარება.


და ვფიქრობ, უნდა გადავხედოთ იმ ხალხს, ვინც ახორციელებს ამ დასავლეთისგან მიტრიალებას და განვიხილოთ მიზნობრივი მძიმე ფასები, რომლებიც შეგვიძლია მათ დავაკისროთ იმისთვის, რაც ძალიან სახიფათო გზა ჩანს დასავლეთთან არგაერთიანებისადმი”, - განაცხადა კელიმ.


ipn.ge


თეგები:
იან კელი



USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up