იაგო ხვიჩია: ყველა რეგულაცია, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას არის კორუფციის წყარო

იაგო ხვიჩია: ყველა რეგულაცია, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას არის კორუფციის წყარო

access_time2020-09-17 17:55:56

კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.


როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა დაახლოებით 170-180 ლიცენზია-ნებართვა, ანუ 850 მათგანი უბრალოდ გაუქმდა, ბიუროკრატია გაუქმდა. ადამიანი რომელიც ემზადებოდა ქრთამის მისაცემად რომელიმე თანამდებობის პირისთვის, რომ მისგან რაიმე პრივილეგია მიეღო, უკვე არ საჭიროებდა ქრთამის გაცემას, რადგან ეს თანამდებობის პირი აღარ არსებობდა და არც ამ საქმეს სჭირდებოდა მოგვარება. — იაგო ხვიჩია 



ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ რეგულაციები გავაუქმეთ თუ ახალი მივიღეთ?


ტექდათვალიერება კახა ბენდუქიძემ გააუქმა თავის დროზე და თავიდან დაიწყეს ქართული ოცნების დროს. ვიცით რომ ტექდათვალიერება ყოველთვის კორუფციის წყარო იყო. სახელმწიფომ შექმნა რეგულაცია ტექდათვალიერების სახით და უცბად გაჩნდნენ ტექდამთვალირებლები როგორც რეგისტრირებული ბიზნესები. მოდით გავარკვიოთ ვინ დგას ამის უკან. დარწმუნებული ვარ ჩვენ აღმოვაჩენთ რომელიმე ხელისუფლების რომელიმე ჯგუფების ინტერესებს. როცა უცბად შემოვიდა სითი პარკი, როცა უცბად საშინლად იქცეოდა, მერე ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ერთად სითი პარკი გავუშვით და ახლა გვყავს ახალი სითი პარკი რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს. ანუ ყველა რეგულაცია, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას არის კორუფციის წყარო. ჩვენ თავის დროზე კორუფცია დავამარცხეთ იმიტომ, რომ გავაუქმეთ რეგულაციები და არა იმიტომ, რომ ციხით ვაშინებდით ხალხს. როგორ იქცევა დღევანდელი ხელისუფლება? გამოდიან პოლიციელები, თანამდებობის პირები და  გვეუბნებიან რომ არ გავბედოთ ქრთამის აღება, მაგრამ პარალელურად შემოგვაქვს რეგულაციები. როდესაც პარალელურად შემოგვაქვს რეგულაციები და სისხლის სამართლის პოლიტიკით ვებრძვით კორუფციას ვიღებთ ტირანიას. მაგალითად: საბჭოთა კავშირში სტალინის დროს არ იყო კორუფცია, მაგრამ მაშინ რომ კორუფცია ყოფილიყო და ვთქვათ, მიხეილ ჯავახიშვილს ფული გადაეხადა სიცოცხლეში, ანუ თავისუფლების მოპოვებაში, კორუფციის არსებობა ცუდი იქნებოდა თუ კარგი? ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები რომ იტანჯება, იქ რომ კორუფცია იყოს და სიცოცხლის ყიდვა შეიძლებოდეს ეს კარგი იქნება თუ ცუდი? — იაგო ხვიჩია TV პირველის გადაცემაში რეაქცია




აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს
access_time2020-10-24 17:00:43
დიზაინერმა რუსო დანელიამ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენულ მაღაზიასთან თანამშრომლობით ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც რამდენიმე  დღეა, რაც მაღაზია „ატრიოს“ დახლებზე გამოჩნდა.   როგორც „კომერსანტს“ დიზაინერმა რუსო დანელიამ განუცხადა, მისთვის“ატრიოსთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და „ატრიოს“ მხრიდანაც დაინტერესება დიდია.   „ჩვენი კოლაბორაცია საკმაოდ...


მსგავსი სიახლეები

up