იაგო ხვიჩია - როცა ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ეს ნიშნავს, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს

იაგო ხვიჩია - როცა ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ეს ნიშნავს, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს

access_time2021-04-22 17:34:19

როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როცა ევროკავშირის შეთავაზებაზე უარს ამბობ, ნიკა მელიამაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ამნისტიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.


„მე არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულწრფელად აწუხებს ამ ამნისტიის შედეგად რასაც მივიღებთ ის საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხალხი გულწრფელი რომ იყოს, ამნისტია იყო მეორე გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პირველი გზა იყო ძალიან საპატიო, იმდენად საპატიო, რომ ჩემი აზრით, სამყაროში ნებისმიერი პატიმარი სიამაყით გამოვიდოდა გარეთ. როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს. ამაზე როცა უარს აცხადებს, ჩემი აზრით, ნიკა მელიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ იღებენ პასუხისმგებლობას ამ ამნისტიაზე. ამ შეთანხმების ამბავი იყო - ან ერთი ან მეორე გზა უნდა აგვესრულებინა. პირველის აღსრულება ვერ ხერხდება თავად ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის" ბრალით, შესაბამისად, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების მათ შორის, ხელისუფლების დამუნათება არაგულწრფელი ქმედება მგონია. ასეთ ქმედებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.


ის ნიკა მელიას გირაოდ სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებისკენ მოუწოდებს.



„მე ზოგადად არ მომწონს, რომ ამნისტიით ვაგვარებთ იმ საქმეს, რომელიც შესაძლოა, მარტივადაც მოგვარებულიყო. მაგრამ თუ ამას ამნისტიით ვაგვარებთ, შესაძლოა, ეს ოპოზიციის არჩევანი არ იყოს როგორ მოხდება და ხელისუფლებამ ეს ისე განმარტოს, როგორც ზოგადად განიმარტება ხოლმე. აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, მოვუწოდებ ნიკა მელიას გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული“, - განაცხადა ხვიჩიამ.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up