იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებასთან“ ვსაუბრობთ, საზოგადოება თანდათან უფრო მეტს გაიგებს

იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებასთან“ ვსაუბრობთ, საზოგადოება თანდათან უფრო მეტს გაიგებს

access_time2021-03-23 16:40:00

ხელისუფლებასა და ოპოზიციას არ აწყობთ პოლარიზაციის აღმოფხვრა, მათ მხოლოდ ეს თამაში იციან, სადაც ერთმანეთის მტრები არიან და ერთმანეთს ებრძვიან, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ.


ხვიჩიას თქმით, ადამიანები როცა მიხვდებიან, რომ ხმა მოჩხუბრებს კი არ უნდა მისცენ, არამედ – მშვიდობას, ამ შემთხვევაში, ჩხუბისთვის სტიმული არ ექნებათ.


„ოპოზიციაში საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მაგრამ მოჩხუბარ ოპოზიციაში არ ვგულისხმობ საკუთარ თავს. მოჩხუბარი არის ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“. ჩხუბის ძირითადი წყარო არის ქიშპი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. არ ვიცი, ამ ქიშპის რეალობაში არ ვარ დარწმუნებული, რადგან ძალიან აწყობთ ეს ქიშპი და შეიძლება, შეთანხმებულებიც არიან ერთმანეთთან. ჩხუბი აქედან იწყება და პირველწყარო ეს არის კონფლიქტის“, – განაცხადა ხვიჩიამ.


ამასთან, იაგო ხვიჩია კომენტარი გააკეთა „ქართულ ოცნებასთან“ მათი პარტიის დიალოგთან დაკავშირებით.



„ჩვენ ველაპარაკებით „ქართული ოცნების“ წევრებს, ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც. მიზანი ჩვენი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გადაწყვეტა არ იყო. მიზანი იყო, გაგვერკვია, მართლა რა იდო მოლაპარაკების მაგიდასთან, რაზე იყო თანახმა „ქართული ოცნება“ და რაზე არ წავიდა ოპოზიცია. ამას რომ გავარკვევთ, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ, ეს პირისპირობა იყო თუ არასამართლიანი, რადგანაც, იცით, „ქართული ოცნება“ ამბობს, ჩვენთვის სამართლიანი პირობებია მისაღებიო. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა რაღაც სამართლიანი. ამიტომ ჯერ ამის გარკვევის პროცესში ვართ, ვსაუბრობთ და საზოგადოება თანდათან გაიგებს უფრო მეტს“, – განაცხადა ხვიჩიამ.


ამასთან, შეკითხვაზე, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შევლენ თუ არა პარლამენტში, ხვიჩია ამბობს: „კი, რასაკვირველია, ეს რომ დაკმაყოფილებულიყო, ხომ აქამდეც შესული იქნებოდა „გირჩიც“ და სხვა ოპოზიციაც. მაგრამ „ქართული ოცნება“ ხომ არ არის ისეთი პარტია, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ ხომ ვიტყოდით, რომ მეორე მხარე არის დამნაშავე მთელ ამ პროცესში მხოლოდ და ჩვენ ხომ მაგას ვერ ვამბობთ, რადგან საწინააღმდეგო მტკიცებლებებიც გვაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up