იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის - ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას

იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის - ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას

access_time2021-08-04 14:20:00

ხშირად დავინახავთ მომენტებს, როცა „ქართული ოცნება“ არ იქცევა კარგად. თუ გვინდა ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და პრეზიდენტი აღმოჩნდა, ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.


ხვიჩია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის და თავის დროზე პრეზიდენტს კარგი იქნებოდა ოპოზიციის მოსაზრებები გაეთვალისწინებინა და კანონპროექტზე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებდა, ვეტო დაედო, რადგან ის მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.


„პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“ და იმის გათვალისწინებითაც, რომ რაც ჩაიდინა, ის რომ არ ყოფილიყო ჩადენილი, პასუხისმგებელი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იყო პრეზიდენტიც. უბრალოდ, ჩემი აზრით, მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი და ამასთან დაკავშირებით კრიტიკა ბევრი იქნება. არსებობდა მანამდე დროის გარკვეული მონაკვეთები, როცა „ქართული ოცნება“ ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა ამ დოკუმენტის მიმართ და ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო კანონპროექტისთვის, რომელიც იყო ამ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგო, მაშინ ეს არ მოხდა და ზოგადად, ისეთი ფაქტები, რომ „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, გუნდის შიგნით არავინ არაფერზე ზღუდავს, იწვევს ამას. ამიტომ აქამდე არ უნდა მივიდეთ ხოლმე, მე ამას ვურჩევდი ქალბატონ პრეზიდენტს. ჩვენ ხშირად დავინახავთ მომენტებს, როცა „ქართული ოცნება“ არ იქცევა კარგად და თუ გვინდა ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და ქალბატონი პრეზიდენტი აღმოჩნდა, ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას. „ქართული ოცნება“ ახლა არის იმ სიტუაციაში, როცა ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ილაპარაკებს, სიტყვებს გამოსცემენ შინაარსის გარეშე,“- განაცხადა ხვიჩიამ.



რაც შეეხება სანქციებს, ხვიჩია აცხადებს, რომ სანქციების მომხრე არ არის, თუმცა, თუ სხვა გამოსავალი არ რჩება, მაშინ „ქართული ოცნების“ წევრებს სანქციები უნდა დაუწესდეთ.


„ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და საერთოდ წავიდნენ ჩვენი პარტნიორები აქედან. ამას სჯობს ყველაფერი, სჯობს, რომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ სანქციები, ოღონდ ეგ არ გააკეთონ. თუ ასე დგას საკითხი, რომ ან ქვეყნის მიმართ ინტერესები უნდა დაიკარგოს ან „ქართული ოცნება" დასანქცირდეს, რასაკვირველია, „ქართული ოცნება“ უნდა დასანქცირდეს,“- განაცხადა ხვიჩიამ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up