ნათია თურნავა: „ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის“

ნათია თურნავა: „ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის“

access_time2021-10-06 17:30:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სტამბოლში მიმდინარე ტრანკასპიური ოთხმხრივი მინისტერიალის (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყნებს შორის რეგიონალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების როლსა და საჭიროებაზე ისაუბრა, ასევე ამ კონტექსტში მან აქცენტი გააკეთა, საქართველოს, როგორც ტრანსკონტინენტული აქტორის მნიშვნელობაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყნის ამბიციური მიზანია, იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო ადგილი მსოფლიო რუკაზე. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში. ამასთან, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ათწლეულების მანძილზე საქართველო აქტიურად იყო ჩართული ერთმანეთთან დაკავშირების სხვადასხვა ინიციატივაში, მათ შორის - TRACECA, შუალედური დერეფანი, შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავდა ეფექტური, მოკლე და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების შემუშავებას ევროპასა და აზიას შორის.


„საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აგრძელებს აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების ეფექტურობისა და მდგრადობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა აშკარად მიუთითებს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე. COVID-19-ის დროსაც კი ჩვენ შევძელით ჩვენი მარშრუტების ფუნქციონირების და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ეკონომიკის მინისტრმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე. მისი თქმით, ჯანსაღი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ადეკვატური შესაძლებლობები საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია. ამ მხრივ ნათია თურნავამ რამდენიმე პროექტზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი მიმდინარე მშენებლობა და პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება.



„ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, რომელიც რჩება პრიორიტეტულ პროექტად საქართველოს მთავრობისთვის. აღსანიშნავია Pace და ფოთის პორტის გაფართოება. ასევე, ჩვენს დღის წესრიგშია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება კერძო ინვესტორების მოზიდვის გზით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობას, საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო ქსელების შესაქმნელად და პოსტ-პანდემიური ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის აქტიური ჩართულობისთვის, რათა უკეთ გამოიყენოს ქვეყნის და მთელი რეგიონის ზრდის პოტენციალი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up