იაგო კაჭკაჭიშვილი: უმუშევრობის დათვლის კრიტერიუმების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დგება

იაგო კაჭკაჭიშვილი: უმუშევრობის დათვლის კრიტერიუმების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დგება

access_time2019-02-05 10:00:40

საქსტატის მეთოდოლოგია ხშირი კრიტიკის ობიექტია და ექსპერტები საუბრობენ, რომ არსებული უმუშევრობის დონის 13,9%-იანი მაჩვენებელი არ შეესაბამება რელობას.


სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით,საქართველოში გამოყენებული მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტს ემყარება და ამდენად არსებული კრიტერიუმების მიხედვით უმუშევრობის დონე სტატისტიკურად სწორადაა დათვლილი, თუმცა ამ კრიტერიუმების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა დგება ეჭვქვეშ. ამასთან სოციოლოგი მეთოდოლოგიაში არსებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს.



„ არსებული კრიტერიუმებით ერთ-ერთი გულისხმობს, რომ უმუშევარი არის ის, ვინც გამოკითხვის მომენტამდე ორი კვირის განმავლობაში არ მუშაობდა და ეძებდა სამსახურს, ანუ თუ ადამიანი გამოკითხვისას იტყვის, რომ ის სამსახურს არ ეძებს არ ითველება უმუშევრად.


ამ კრიტერიუმის მიხედვით ის ადამიანებიც, ვინც ხელი ჩაიქნიეს სამსახურის ძებნაზენ არ ითვლებიან უმუშევრად. კარგი იქნება, თუ მხოლოდ დასაქმების თვალსაზრისით პროაქტიური მოქალაქე არ ჩაითვლება უმუშევრად. ეს კრიტერიუმი გადასახედია“,
-განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.



იაგო კაჭკაჭიშვილი საქსტატის მიერ მეთოდოლოგიის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საკუთარი მოხმარებისთვის მომუშავე თვითდასაქმებულთა პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სფეროში გამორიცხვა დასაქმებულთა კატეგორიიდან, დადებითად აფასებს და თვლის რომ ეს ცვლილება უმუშევრობის დონეს გაზრდის.



„ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი არის სოფლად. სოფელში თითქმის ყველას აქვს მიწა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მოჰყავს. ამ ადამინებს სახელმწიფო არ მიიჩნევს უმუშევრად.


არ მგონია, რომ ყველა თვითდასაქმებული ავტომატურად გამოვიდეს დასაქმებულთა კატეგორიიდან. სოფლად მცხოვრებთა შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ფერმერული მეურნეობა აქვთ, ყიდიან პროდუქტს და შემოსავალს იღებენ, თუმცა ისინი ვინც სოფლად ცხოვრობენ, აქვთ მიწა, თუმცა სოციალურად დაუცველები არიან და ვერ უახლოვდებიან საარსებო მინიმუმის ზღვრულ მაჩვენებელს ცხადია არ უნდა ითვლებოდნენ დასაქმებულად“,  განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.



მეთოდოლოგიის ცვლილებიდან გამომდინარე უმუშევრობის ზრდას ელოდებიან საქსტატშიც. როგორც საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ „კომერსანტს“ განუცხადა მუშაობენ ცვლილების პრაქტიკაში დანერგვისთვის.



„მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები შრომის საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით წელს დაიწყო. მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს, მეთოდოლოგიის მიხედვით კითხვარის მოდიფიკაციას, გამოკვლევის მეთოდის შესაბამისობაში მოყვანას ასევე აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვისთვის აუცილებელი იქნება საპილოტე კვლევის ჩატარება და მისი შედეგების გაანალიზება. ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, შესაბამისად აღნიშნული მეთოდის დანერგვას 2020 წლამდე ვერ შევძლებთ.


არსებობს მოლოდინი, რომ ეს თვითდასაქმებულები, რომლებიც გამოეთიშებიან დასაქმებულთა კატეგორიას გადაინაცვლებენ უმუშევართა კატეგორიაში და უმუშევრობის დონე გაიზრდება,“ 
განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.



მისივე თქმით, არსებულ მეთოდოლოგიაში საქართველო დამოუკიდებლად ცვლილებებს ვერ შეიტანს.



„არსებული მეთოდოლოგია საერთაშორისოა და შემოთავაზებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ .ამ მეთოდოლოგიას ქვეყნები არ ცვლიან,რათა არ დაირღვეს საერთაშორისო შესადარისობა. თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შეცვლის მეთოდოლოგიას ,მაშინ ჩვენც შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს“,
-განმარტა გოგიტა თოდრაძემ.




მარიამ ტიტვინიძე




ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა
access_time2020-12-04 14:40:18
საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.   „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.   შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი...

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს
access_time2020-12-04 13:10:14
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ინფორმაცია მედიას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნო.   მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათგან 16 733 გააფრთხილეს, 7 კი დააჯარიმეს.   მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია კომერციული საქმიანობის არაერთი ფორმა. მათ შორის, მოლების...

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა
access_time2020-12-04 12:00:05
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.     მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის...

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება
access_time2020-12-04 13:45:23
წლიური ინფლაციის განაკვეთი ნოემბერში აპრილის პიკური 6.9%-იანი დონიდან 3.8%-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ის კვლავ აცდენილია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს. 2020 გამონაკლისი არ არის, 2015 წლის შემდეგ ეს უკვე მესამე წელია, როდესაც ინფლაციის განაკვეთი 3%-ს აჭარბებს. ჰიპერინფლაციისა და კუპონიზაციის შემდგომ პერიოდშიც კი ინფლაცია...

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს
access_time2020-12-04 10:55:48
Mastercard და Wolt ხშირად ერთიანდებიან მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ეს კოლაბორაციები კი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესს, ისევე როგორც მოსახლეობას, მხარდაჭერა სჭირდება.   1 დეკემბრიდან, Wolt-ის ყველა მომხმარებელი, რომელიც Mastercard-ის ბარათით გადაიხდის შეკვეთის საფასურს, ავტომატურად ისარგებლებს უფასო მიტანის აქციით - მიტანის საფასური მომხმარებლებს Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდებათ. შეთავაზება აქტიურია ნებისმიერი ობიექტიდან...


მსგავსი სიახლეები

up