„იაფფასიანი და საფრთხის შემცველი სათამაშოები გაქრება ბაზრიდან და ქართული სათამაშოები უფრო კონკურენტუნარიანი გახდება“ - ნონა სონღულაშვილი

„იაფფასიანი და საფრთხის შემცველი სათამაშოები გაქრება ბაზრიდან და ქართული სათამაშოები უფრო კონკურენტუნარიანი გახდება“ - ნონა სონღულაშვილი

access_time2019-08-02 16:00:49

„რეგულაციებთან დაკავშირებით ერთი თვის წინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ჩართულ ადამიანებთან.  როგორც აღმოჩნდა,  სექტორის ყველა წარმომადგენლისთვის პრობლემური ნაწილი,  ლაბორატორიების არ არსებობაა. ეს გვირთულებს და გვიძვირებს საქმიანობას. თუ იმ მასალებზე გვაქვს სერთიფიკატი, რასაც წარმოების დროს ვიყენებთ, არის უსაფრთხო და  შეესაბამება რეგულაციის ნორმებს, ლაბორატორიული დასკვნა აუცილებელი არ არის, თუმცა საჭიროა, რომ გვქონდეს ასეთი ლაბორატორიები. მწარმოებელმა მაქსიმალურად უნდა გააკონტროლოს, რომ  ტყვიის შემცველობა დაშვებულზე მაღალი არ იყოს და ამ ყველაფერს მოჰყვება თავისი სერთიფიკატი,  უნდა დაიცვას ყველა პროცედურა ისე, რომ მიიღოს საბოლოო ჯამში უსაფრთხო სათამაშო.“ - ასე აფასებს სათამაშოების ხარისხთან დაკავშირებულ რეგულაციებს სათამაშოების მწარმებელი კომპანია „თამაშობანას“ თანადამფუძნებელი ნონა სონღულაშვილი.


ადგილობრივ ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2019 წლის ბოლოდან შევა. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობას, როგორც იმპორტისას, ისე რეალიზაციის ადგილებში დაიწყებს.


ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ზედამხედველობა მოხდება დოკუმენტური და ფიზიკური კონტროლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ნიმუშების აღება და აკრედიტირებულ ლაბორატორიებში პროდუქტის, როგორც ქიმიური, ისე ფიზიკური/მექანიკური თვისებების შემოწმება.   


კითხვაზე, თუ როგორია კონკურენცია ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ სათამაშოებს შორის და როგორ დაეხმარება აღნიშნული რეგლამენტი ქართველ მეწარმეებს, ამასთან დაკავშირებით „თამაშობანა“-ს დამფუძნებელი ნონა სონღულაშვილი პასუხობს, რომ  ქართველი მეწარმეებისთვის 2019 წლის ბოლოდან ქართული ნაწარმი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება და მათ  ადგილობრივ ბაზარზე  განვითარება გაუადვილდებათ.


„ამ რეგულაციის ფარგლებში ვფიქრობ, რომ ქართველ მეწარმეებს ბევრად უნდა გაუადვილდეთ განვითარება თუნდაც იმიტომ, რომ იაფიანი და არაჯანმრთელი პროდუქცია, რაც შემოდის ბაზარზე ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ აღარ შემოვა. ქართული პროდუქტი უფრო კონკურენტული იქნება იმ სხვა იმპორტირებულ სათამაშოებთან ერთად რომელიც შეიძლება ცოტათი უფრო მეტი ღირდეს, ვიდრე იაფფასიანი სათამაშოები, რომელიც საერთოდ არ არის უსაფრთხო ბავშვებისთვის.  ასეთი ძალიან ბევრია მაღაზიებში, ბაზრობებზე, ქსელებში, რომლებიც არ კონტროლდება.  ყველას მოუწევს, რომ ამ რეგულაციას მოერგოს. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს პროდუქციის ფასის აწევას იმიტომ, რომ ძალიან იაფიანი სათამაშო უბრალოდ გაქრება ბაზრიდან.“ - აღნიშნა ნონა სონღულაშვილმა  

 

მარიამ მორგოშია





„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up