ოცი წელიწადია საქმიანი ტურიზმის პოტენციალზე ვსაუბრობთ, თუმცა წინ ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდივართ

ოცი წელიწადია საქმიანი ტურიზმის პოტენციალზე ვსაუბრობთ, თუმცა წინ ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდივართ

access_time2018-10-30 18:00:31

“საქმიანი ტურიზმი არსებობს, თუმცა აუცილებელია მისი დახვეწა და სწორი მიმართულებით განვითარება,” - ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განუცხადა.

 

თემა პრემიერის განცხადებას ეხება. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოსთვის სწორედ საქმიანი ტურიზმის განვითარებაა.

 

„შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მიჩნევს, რომ მხოლოდ ბიზნეს-ფორუმები და საქმიანი შეხვედრები საკმარისი არ არის  MICE ბიზნესის გასანვითარებლად. თაბაგარის აზრით,  ბიზნესის ამ მიმართულების განვითარებისთვის სწორი კონცეფცია და სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს, ასევე ინტენსიური აქტივობები უნდა ჩატარდეს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, განვითარდეს ინფრასტრუქტურა და პარალელურად  გაკეთდეს ეფექტური მარკეტინგი.


მისივე განცხადებით, MICE ბიზნესისთვის ქვეყანას პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, ოცი წელიწადია ამ პოტენციალზე ვსაუბრობთ, თუმცა წინ ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდივართ. საქართველოს გააჩნია სამხრეთ კავკასიაში „პირველობის“ უნარი და რესურსი.

 


 „იმისათვის რომ ზემოთ აღნიშნული, რეალობად იქცეს უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი. სახელმწიფოს მეშვეობით უნდა შეირჩეს და მოეწყოს ლოკაციები, დაიხვეწოს ინფრასტრუქტურა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ასევე გარანტირებული უნდა იყოს უსაფრთხოება (ეკონომიკური, კრიმინალური, ბუნებრივი კატასტროფები.)

 

სახელმწიფო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები. შემდეგ ეტაპზე კერძო სექტორი შექმნის პლატფორმას, რომელიც განავითარებს აღნიშნულ ბიზნესს.

 

ამ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია მასშტაბური ღონისძიებების მოსაწყობად განკუთვნილი საკმარისი სივრცეები,“ - აღნიშნა თაბაგარმა.

 

 

„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან, ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს სტრატეგიას წარმოადგენს, საქართველო რეგიონული თვალსაზრისით იქცეს ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნესისა და რაც მთავარია, ტურისტულ ცენტრად. აქედან გამომდინარე, საქმიანი ტურიზმის განვითარება ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა“, - აღნიშნა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up