Hyperloop - თვითმფრინავზე სწრაფი მატარებელი

Hyperloop - თვითმფრინავზე სწრაფი მატარებელი

access_time2021-01-16 18:00:12

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კიდევ ერთ პროექტს ჰიპერლუპის პრინციპზე დაფუძნებული ზებგერითი მატარებელი წარმოადგენს. ელექტრომობილის მსგავსად მასკი იდეის ავტორი არაა, თუმცა შესაძლოა მააინც თავად გახდეს საუკეთესო განმახორციელებელი.


მატარებლის ისტორია 2 საუკუნეზე მეტს ითვლის. ორთქმავლის გამომგონებლად ბრიტანელი ჯორჯ სტეფენსონი ითვლება. ერთმანეთისგან 55 კმ-ით დაშორებული ორი დიდი ქალაქი ლივერპული და მანჩესტერი რკინიგზით ერთმანეთს 1830 წელს დაუკავშირდა.


საწყის ეტაპზე ორთქმავლის მაქსიმალური სიჩქარე 8 კმ/სთ-ს შეადგენდა, ანუ შეუსვენებლივ რომ ევლო თბილისიდან ბათუმამდე მანძილის დაფარვას თითქმის ორ დღე-ღამეს მოანდომებდა, გაჩერებებიანად გაცილებით მეტს, მაგრამ ეს მაინც იყო პირველი სახმელეთო ტრანსპორტი, რომელსაც გამწევ ძალად ცხენი, ხარი ან სხვა რომელიმე ოთხფეხი არ ესაჭიროებოდა და გაცილებით მეტი ადამიანის გადაყვანა, გაცილებით მეტი ტვირთის გადატანა შეეძლო ვიდრე სხვა რომელიმე ეტლსა თუ ურემს.


XX საუკუნეში ორთქმავალი ელმავალმა ჩაანაცვლა. მკვეთრად გაიზარდა მისი სიჩქარეც, თუმცა ავტომობილების რაოდენობის კიდევ უფრო მკვეთრი ზრდისა და ავიაციის გაჩენის შედეგად მატარებელზე დამოკიდებულება მაინც შემცირდა.


XXI საუკუნეში თითქოს მატარებლის ადგილი აღარ უნდა ყოფილიყო. 1 კმ საავტომობილო გზის გაყვანა, გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე რკინიგზის. სხვაობა კიდევ უფრო თვალში საცემი ხდება მთიან რეგიონში. მართალია რკინიგზა შვეიცარიის ალპებშიცაა და ჩინეთში ზღვის დონიდან 5072 მეტრზეც, მონბლანზე 268 მეტრით მაღლა, მაგრამ მსგავსი ფუფუნება ყველა სახელმწიფოს არ გააჩნია. ასეთ პირობებში რგინიგზის სასარგებლოდ რამდენიმე მაღალი სისწრაფე და უსაცობო გზა მაინც მუშაობს.


დიდ ქალაქებში იმ ადამიანთა ნაწილი რომლებსაც საკუთარი ავტომობილი გააჩნიათ, სამსახურში მაინც ველოსიპედით ან მეტროთი მიდის. ეკოლოგიაზე ზრუნვის გარდა ეს დროის ეკონომიაცაა. საცობში შეიძლება 1.5-2 საათი მოუწიოს დგომა. შიდა საქალაქო გზებისგან განსხვავებით ავტობანზე მოძრაობა გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი, მაგრამ თანამედროვე სწრაფი მატარებლები კიდევ უფრო სწრაფია. იაპონიაში 2015 წელს სიჩქარის ახალი რეკორდი დამყარდა 603 კმ/სთ. მართალია რეალურ გამოყენებაში საშუალო სიჩქარე 400 კმ/სთ-მდე მცირდება, მაგრამ ასეთი სისწრაფე თუ არ ჩავთვლით ბუგატსა და სხვა რამდენიმე ჰიპერქარს არც ერთ სხვა ავტომობილს არ გააჩნია და არც თავად მათ შეუძლით ყოველდღიურად მისი განვითარება.



მაგლევის კონცეფცია ხახუნის წინაღობის გამოქვითვაზეა ორიენტირებული. მაგნიტური ლევიტაციის შედეგად მატარებელი რამდენიმე სანტიმეტრით ჰაერში იწევა და ფაქტობრივად ის რელსებს ზემოთ დაფრინავს. მისი ფართოდ დანერგვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი სიძვირეა. მაგალითად შანხაი პეკინის 1300 კმ-იანი ხაზი რომელიც ჯერ მხოლოდ პროექტშია $21 მლრდ-ზე მეტი ჯდება. 1 კილომეტრი - $16 მლნ-ზე მეტი. დანახარჯი 3-ჯერ მაღალია შეერთებულ შტატებში. იაპონია ტოკიოსა და ოსაკას ერთმანეთთან 67 წთ-ში დაკავშირებას გეგმავს. პირადპირი მანძილი ორ ქალაქს შორის 403 კმ-ა. მათ შუა მდებარეობს ქალაქი ნაგოია, რომელიც ტოკიოდან 283 კმ-ითაა დაშორებული, ნაგოიამდე ჩასვლა 40 წთ-ში გახდება შესაძლებელი. ტოკიოდან ნაგოიამდე გზის 90% - 256 კმ გვირაბში მოექცევა. რაც პროექტს განსაკუთრებყულად აძვირებს და ხარჯს $82 მლრდ-მდე ზრდის და 1 კმ-ს ფასი $200 მლნ-ზე ადის. მისი დასრულების თარიღად 2037 წელი მოისაზრება.


ხახუნის ძალის გამორიცხვა სიჩქარეს მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ ჰაერის წინაღობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ჰიპერლუპის იდეა სწორედ უჰაერო სივრცეზეა ორიენტირებული. მაგლევის ტიპის მატარებელმა ჰერმეტულად დახურულ ვაკუუმურ გვირაბში უნდა იმოძრაოს, რამაც მას წარმოუდგენელი - 1200 კმ/სთ სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცეს. ეს კი ბგერის სიჩქარეს აღემატება და დღეს არსებულ ყველა სამოქალაქო თვითმფრინავის სიჩქარეზე მეტია.


ჰიპერლუპის კონცეფცია მატარებლის გამოგონებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ 1904 წელს გაჩნდა და ის ამერიკელ ინჟინერ რობერ გოდარდს ეკუთვნის. გოდარდის იდეა 2012 წელს ილონ მასკმა გააცოცხლა.


ტექნიკური სირთულია და მაღალი დანახარჯის გამო ჯერჯერობით დამტკიცებული პროექტიც არ არსებობს, თუმცა განხილვით რამდენიმე ვარიანტი განიხილება: ესენია ლოს-ანჯელესი - სანფრანცისკო, პირდაპირი მანძილი - 560 კმ, ნიუ-იორკი - ვაშინგტონი, პირდაპირი მანძილი 328 კმ და დუბაი - აბუ დაბი, პირდაპირი მანძილი 123 კმ.


მასკი ერთ-ერთია, მაგრამ არა ერთადერთი ვინც ჰიპერლუპის განვითარებაზე მუშაობს. Virgin Hyperloop, Zeloros, Nevomo… იგივე იდეაზე მუშაობენ.


1200 კმ/სთ ჰიპერლუპისთვის მინიმალური სიჩქარეა და არა ზღვრული. ჯერჯერობით მხოლოდ სურვლის დონეზე განიხილება ისეთი ფანტასტიური იდეა, როგორიცაა ტრანსატლანტიკური გვირაბი. ატლანტიკის ოკეანეში 100 მეტრის სიღმეზე მოტივტივე გვირაბი, რომლის მეშვეობითაც საშუალოდ 5000 კმ/სთ და მაქსიმალური 8000 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მომავლის მატარებელი ორ კონტინენტს ერთმანეთთან 1 საათში დააკავშირებს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
Hyperloop



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up