როდის დასრულდება 60 მილიონიანი სასტუმრო Hyatt Regency-ს მშენებლობა რუსთაველის გამზირზე

როდის დასრულდება 60 მილიონიანი სასტუმრო Hyatt Regency-ს მშენებლობა რუსთაველის გამზირზე

access_time2020-08-20 13:15:04

რუსთაველის გამზირზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency-ს მშნებლობა აქტიურ ფაზაშია.  ამ ეტაპზე  კონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობს და მომავალი წლიდან დაგეგმილია შენობის ფასადების და ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.


60 მილიონიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტის მფლობელი და ინვესტორი ქართველი ბიზნესმენი  რომან ფიფიაა. პროექტის განმახორციელებელი კი არის საქართველოში რეგისტრირებული შპს “რუსთველი ფროფერთი”, რომელიც არის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ის მიერ შექმნილი, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიც რომან ფიფიაა.


შენობა აშენებულია 1900 წელს და რესტავრაციის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მისი ისტორიული ფასადი და სარდაფი, სადაც განლაგდება მარანი.


„პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ადგილს უბრუნდება თავისი პირვანდელი ფუნქცია. მე-19 საუკუნეში აქ მდებარეობდა თბილისში მოქმედი პირველი სასტუმრო „ჭავჭავაძე-ლებედევსკაია“. საუკუნეზე მეტია, რაც აქ  სხვადასხვა დაწესებულებები ფუნქციონირებდა.


სასტუმრო მსოფლიოში უდიდესი და ერთერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ბრენდის Hayatt-ის სახელს ატარებს, რაც ავტომატურად განაპირობებს, რომ დაცული იქნება ამ ბრენდის ყველა მოთხოვნა, რომელიც შეეფერება მაღალი კლასის სასტუმროებს. სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული იქნება  შუშით გადახურული ატრიუმი. სასტუმროში დაგეგმილია 2 რესტორნის, ღვინის მარნის, შეხვედრების სივრცეების და საბანკეტო დარბაზის, SPA ცენტრის და აუზის ფუნქციონირება. აუზი განლაგდება შენობის ბოლო სართულზე და ექნება მთაწმინდის ხედები,“ - აცხადებენ კომპანია “რუსთველი ფროფერთი“-ს წარმომადგენლობაში.






185 ნომერზე გათვლილი სასტუმროს პროექტის არქიტექტურული დიზაინის პირველად ვარიანტზე ცნობილმა ინგლისელმა არქიტექტორებმა იმუშავეს Reardon Smith Architects-იდან.  ხოლო პროექტის მიმდინარე და საბოლოო არქიტექტურული დიზაინი ქართულმა კომპანია „სპექტრუმმა“ მოამზადა.


რაც შეეხება სასტუმროს ოთხების ინტერიერის დიზაინს, მასზე ინგლისელმა დიზაინერმა Lynne Hunt-მა იმუშავა. საინჟინრო ნაწილის პროექტირებაზე მუშაობენ ცნობილი თურქული კომპანიები HB Teknik და Dinamik Proje.


როგორც კომპანიაში აცხადებენ,  პანდემიიდან გამომდინარე, რთულია იმის პროგნოზირება თუ ზუსტად როდის დასრულდება სასტუმროს მშენებლობა.


„მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგანც არსებობს მგზავრობის ასევე მასალების და დანადგარების წარმოების და მოწოდების შეფერხებები. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მძიმედ სწორედ რომ სასტუმრო ბიზნესს დაარტყა და შესაბამისად, არც ადგილობრივები და არც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ჯერ არ არიან მზად განიხილონ ტურიზმის სფეროში ახალი პროექტების დაფინანსება. მიუხედავად ამისა პროექტის განხორციელება გრძელდება ქართული ინვესტიციით და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი წლიდან საბანკო სექტორი შეძლებს სასტუმროების ფინანსირების განხილვას და ამის შემდეგ შევძლებთ პროექტის დასრულების თარიღის დაზუსტებას.“ -  აცხადებენ  კომპანიაში.



როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სასტუმროს საბოლოო ბიუჯეტი ინტერიერის დიზაინის დასრულებაზეა დამოკიდებულია. პროექტის განხორციელება 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება, საიდანაც ქართული ინვესტიცია შეადგენს მინიმუმ 40%-ს ხოლო დანარჩენის მოზიდვა განზრახული  ფინანსური ინსტიტუტებიდან.

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
Hyatt regency



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up