“ჰუმანოიდი” გაკოტრების პირასაა. ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ მაღაზიები გაურკვეველი ვადით უკვე დახურა. მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური პრობლემებია.დასაქმებულთა ნახევარი ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაურკვეველი ვადით უკვე გაათავისუფლა.
„ჰუმანოიდის“ დამფუძნებლის განმარტებით, იმისთვის, რომ ბაზარზე მცირე მეწარმეების გაკოტრების მასიური პროცესი არ დაიწყოს სახელმწიფომ გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხების პროგრამაზე უნდა იმუშაოს.
ცნობისთვის, კორონავირუსამდე პერიოდში კომპანია წარმადობის გაზრდას და პროდუქტის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას გეგმავდა.
„ბიზნესპარტნიორი“