ჰუმანითი ჯორჯიამ დამსახურებულ ფარმაცევტებს 8 მარტი მიულოცა

ჰუმანითი ჯორჯიამ დამსახურებულ ფარმაცევტებს 8 მარტი მიულოცა

access_time2016-03-09 09:05:01

ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიამ დამსახურებულ ფარმაცევტებს გაზაფხულის დღესასწაულები მადლიერების სიგელებითა და თაიგულებით მიულოცა.  კომპანიის წარმომადგენლები მათ სამუშაო ადგილებზე გაუფრთხილებლად ეწვივნენ, რაც სასიამოვნო და ემოციური სიურპრიზი გამოდგა. 

„ჰუმანითი ზრუნავს თქვენზე“, –ეს არის ჩვენი კომპანიის სლოგანი. შესაბამისად, ჩვენთვის ასევე ძალიან ძვირფასია ყველა ის ადამიანი, ვინც ათწლეულების განმავლობაში  ზრუნავს საზოგადოებაზე. გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ვეცადეთ მცირედი ყურადღება გამოგვეხატა მათ მიმართ. ქალბატონი რუსუდან ჩიმახაშვილი 50 წელია ფარმაცევტიკას ემსახურება, ეთერ ქემერტელიძე უკვე 70 წელია, რაც ამ დარგში მუშაობს, მერი გოგოლაშვილი და მადონა გულდედავაც ფარმაცევტიკაში მუშაობის რამდენიმე ათეული წლის სტაჟს ითვლიან. ჰუმანითი ჯორჯიაში მიგვაჩნია, ყველა შესაძლო შემთხვევით უნდა ვისარგებლოთ და ამ ადამიანებისა და მათი კოლეგების მიმართ მადლიერება გამოვხატოთ, – განაცხადა ჰუმანითი ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დარასელმა. 


დარასელის თქმით, „ჰუმანითი ჯორჯია“, ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ამბიციური გეგმებით ახლახანს შემოვიდა, პირველ რიგში, მოწოდებულია  საკუთარი შესაძლებლობები იმ სოციალური მისიის შესასრულებლად მიმართოს, რასაც ბაზრისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების მიწოდება ჰქვია.  კომპანიის მიერ იმპორტირებული კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნგალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%–ით იაფად უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით, ქვეყნის მასშტაბით, მომარაგებულია ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი. კერძოდ: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმსახლი და GPC. 



როგორც „ჰუმანითი ჯორჯიაში“ აცახდებენ, გარდა 250–მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. 


ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.

 



ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up