„ჰუმანითი ჯორჯიამ“ ჭიათურის სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებს დედის დღე მიულოცა

„ჰუმანითი ჯორჯიამ“ ჭიათურის სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებს დედის დღე მიულოცა

access_time2016-03-04 16:09:23

 დედის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის სამშობიარო სახლში დღეს დაბადებული ახალშობილების მშობლებმა ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასგან“ საჩუქრად საბავშვო ეტლი და ჩვილის მოვლისთვის აუცილებელი საშუალებები მიიღეს.


როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დარასელმა განაცხადა, ჰუმანიტარული აქციები კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. 

 

„დღეს სპეციალურად შევარჩიეთ საქართველოს ერთ–ერთი რეგიონი. ჩამოვედით ჭიათურაში და შვილის გაჩენით მოგვრილი უდიდესი სიხარული, დედის დღეს ამ სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებისთვის, ვეცადეთ  ჩვენი მოკრძალებული საჩუქრითაც გაგვეხალისებინა. 

 


ჰუმანიტარული აქციები „ჰუმანითი ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. ბაზარზე შემოსვლიდან საკმაოდ მცირე პერიოდის განმავლობაში, ჩვენი კომპანიისგან, ჰუმანიტარული დახმარების სახით, მედიკამენტები გადაეცა გრიპის საწინააღმდეგო პროგრამაში ჩართულ დედაქალაქის კლინიკებს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა), რესპუბლიკურ საავადმყოფოს, პედიატრიულ კლინიკას და საპატრიარქოსთან არსებულ ამბოლატორიულ ცენტრს. ცხადია, მსგავს აქციებს კომპანია მომავალშიც სისტემატურად განაგრძობს“, – აცხადებს დარასელი

 

ჭიათურის სამშობიარო სახლის სამეანო–გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის ანდრო ფიფიას  თქმით, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო დედის დღესთან დაკავშირებით „ჰუმანითი ჯორჯიას“ სტუმრობა. „დარწმუნებული ვარ, ეს სიურპრიზი დღეს ჩვენს სამშობიარო სახლში დაბადებული ჩვილების მშობლებს დიდხანს ემახსოვრებათ. ცხადია, გამოჩენილი ყურადღებისთვის კომპანიის მადლობლები ვართ“, – ამბობს ფიფია.

 

„ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახლახანს შემოვიდა. კომპანიის მიერ იმპორტირებული კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნგალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%–ით იაფად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით უკვე მომარაგებულია ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი. კერძოდ: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმსახლი და GPC. 


როგორც „ჰუმანითი ჯორჯიაში“ აცახდებენ, გარდა 250–მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი ჩინურია

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი  ჩინურია
access_time2020-07-02 20:00:03
გამოცემა The Banker-მა მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ხუთეული უცვლელი დარჩა.კაპიტალის ოდენობის თვალსაზრისით, დედამიწის უმსხვილესი ბანკია ჩინური Industrial and Commercial Bank of China ($380 მლრდ.)მას  3 ასევე მოწინავე ჩინური  ბანკი მოჰყვება  -  China Construction Bank ($316 მლრდ), Agricultural Bank of China ($277 მლრდ.) და  Bank of China ($258  მლრდ.).   დიდ ხუთეულში...


მსგავსი სიახლეები

up