HUB Georgia: „სოხუმს ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტი“

HUB Georgia: „სოხუმს ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტი“

access_time2019-07-29 20:50:20

გუშინ პუტინის პროპაგანდისტულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ამდენი წლის შემდეგ, სოხუმის აეროდრომს მიენიჭება საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი და დღეში 5 ათასამდე მგზავრს მოემსახურება. ეს, რა თქმა უნდა ტყული და მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან-ამის შესახებ „კომერსანტთან“ HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძემ განაცხადა.


მისი ინფორმაციით, ძალიან მალე, როცა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სოხუმს ნამდვილად ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი აეროპორტი და ის მოემსახურება მგზავრებს მთელი მსოფლიოდან.


მისივე განმარტებით,ოკუპირებული აფხაზეთი გახდება სამოთხე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ იცხოვრებს და დასასვენებლად ჩავა, სოხუმი კი იქნება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურისტული ქალაქი მსოფლიოში, ისეთივე როგორიც დღეს ბათუმია.  ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მას შემდეგ რაც დამარცხდება ბოროტების იმპერია, პუტინის დამპყრობლური და კაცთმოძულე რეჟიმი, მას შემდეგ, რაც დღეს ოკუპირებული აფხაზეთი კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდება. 



მანამდე კი სანამ რუსეთის ფედრაციას აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, სამწუხაროდ ამის განხორციელება შეუძლებელია. საქართველოს ნებართვის გარეშე შეუძლებელია სოხუმის აეროპორტმა მიიღოს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. ამას მკაცრად არეგულირებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებს. იმისთვის, რომ ICAO-მ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტს მიანიჭოს შესაბამისი კოდი, მასზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს ვარგისობის სერთიფიკატი და მუდმივ რეჟიმში განახორციელოს უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში შეუძლებელია.


მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია მაინც შეასრულებს ფრენებს, თუნდაც, რუსეთის ტერიტორიიდან სოხუმის მიმართულებით, ის დაარღვევს საქართველოს კანონს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და წინააღმდეგობაში მოვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებთან–განმარტავს ურუშაძე. 


კომერსანტი 




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up