“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

access_time2019-07-18 10:00:00


 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის HUB Georgia-ს ხელმძღვანელი  ვასო ურუშაძე საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.


ამ თემასთან დაკავშირებით HUB Georgia ხელისუფლებას მიმართავს და  საქართველოსა და რუსეთს შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების საერთაშორისო ფორმატში განხილვის ინიციატივით გამოდის. 


არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia გმობს აღნიშნულ განცხადებას და რუსეთის მთავრობას შეახსენებს, რომ სწორედ მან დაარღვია ცალმხრივად ორ ქვეყანას შორის ავია-მიმოსვლის შესახებ დადებული ხელშეკრულება და თუ ვინმემ უნდა აგოს პასუხი და წავიდეს დათმობებზე, ეს რუსეთია,  აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს არეგულირებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმება“, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის  მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ  2008 წელს საომარი მოქმედებებისას  და ახლა უკვე მესამედ, 20 ივნისის მოვლენების პასუხად.



 რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია.  რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი,  დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები  და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის  ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.


აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში. კერძოდ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ “EASA”-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით   გაფორმდეს ახალი სამმხრივი შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს რუსეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, რითიც ეს ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში მოექცევა.


ჩვენ ვიზიარებთ ქართული ავიაკომპანიების პოზიციას, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე აღდგენა არ უნდა მოხდეს და აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი. მიგვაჩნია, რომ პროცესი საკუთარ თავზე უნდა აიღოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა, კერძოდ ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აღნიშნულ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილებდნენ- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ეროვნული ავიაკომპანიები და საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები.


მოლაპარაკების პროცესი უპირობოდ ბრიუსელში უნდა წარიმართოს და  ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იურისტების ჩართულებით გაფორმდეს ახალი სამმხრივი  ხელშეკრულება.  მომავალში, აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობების თავიდან ასაცილებლად კი, დამრღვევ  მხარეს დაეკისროს სანქციები და კერძო სექტორზე მიყენებული ფინანსური  ზიანის ანაზღაურების ვალდებულება“,- ნათქვამია განცხადებაში.



სალომე ლემონჯავა




„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს
access_time2020-01-22 16:30:30
4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს. ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე,...

„მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გახდნენ ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები“

„მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გახდნენ  ანაკლიის  პორტის თანამესაკუთრეები“
access_time2020-01-22 17:30:33
„სწორი და ერთადერთი გზა ანაკლიის პორტის კერძო მეპატრონის ხელში გადასვლა, მისი აქციებად ქცევა და შესაბამისად, ამ გზით, არა თუ 120 მილიონის, არამედ, 1 მილიარდი დოლარის მოზიდვაა,“-ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა“, რამაზ გერლიანმა  ისაუბრა და მთავრობის მხრიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა შეაფასა.მისი თქმით, მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი ბოლო პერიოდში ანაკლიის...

ავლაბარში სამვარსკვლავიანი Holiday Inn Express-ის მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენმა“ დაიწყო

ავლაბარში სამვარსკვლავიანი Holiday Inn Express-ის  მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენმა“ დაიწყო
access_time2020-01-22 15:30:21
 Holiday Inn Express-ი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში 2022 წელს გაიხსნება. სამშენებლო ფართობი 7 903 კვ.მ-ს...

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“
access_time2020-01-22 14:41:11
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში...


მსგავსი სიახლეები

up