Hub Georgia-საქართველო რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის სამიზნეა

Hub Georgia-საქართველო რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის სამიზნეა

access_time2019-05-09 14:13:49

Hub Georgia  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:  "ბოლო 2 წელის განმავლობაში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურად მიბმულობის (იმპორტი, გზავნილები) მაჩვენებელი მზარდი და ფაქტობრივად დომინანტია, რაც მომწოდებლების ბაზრის დივერსიფიკაციის არსებობას გამორიცხავს ისეთი სტრატეგიული პროდუქტებზეც კი, როგორიც ნავთობპროდუქტების, ენერგორესურსებისა და მარცვლეული კულტურების ექსპორტია. 


დღეს, ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, წარმოადგენს მხარეს, რომლისგანაც ნებიმიერ დროსაა შესაძლებელი ახალი სამხედრო აგრესია.



სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტების იმპორტირება ყაზბეგი-ლარსის დერეფანზე რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვრელია - დაუშვებელია. კერძოდ, ცნობილია რომ ავტოსატრანსპორტო გადდაზიდვისას ტვირთმფლობელები აგრესიულ მეზობელთან ვაჭრობენ ქეში ფულით - რაც დამატებითი საფრთხეა. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ჩრდილოვან ეკონომიკაში აკუმულირებულ ფულად რესურსს ე.წ. ‘’დამოუკიდებელ’’ ერთეულებში სამხედრო პირების დასაფინანსებლად იყენებს.




ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ გასული წლის დეკემბერში, საქართველოში ხორბალზე და პურპროდუქტებზე ფასის მატება ქვეყნის ტერიტორიაზე მარცვლეულის მარაგების არ ქონამ გამოიწვია. კერძოდ, ხორბლის დეფიციტის გამო ზუგდიდის წისქვილკომბინატმა მუშაობაც კი შეაჩერა.


სწორი და გეგმიური სატრანსპორტო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფის გარანტია, ვინაიდან საქართველოს - რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის შესრულება შეუძლია. თუმცა ამ შესაძლებლობას ხელისუფლება ვერ იყენებს, რის გამოც 2014 წლიდან ტვირთებმა საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადაინაცვლა ავტოსაშუალებებზე. სწორედ ავტო-გადაზიდვების სფეციფიურობამ შეაფერხა მარაგების შექმნა და მეტიც, ფაქტიურად ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება მიაბა ყაზბეგი-ლარსის სატრანსპორტო დერეფანს.



ნატახტარი-სტეფანწმინდის მაგისტრალი ავტოგადაზიდვებმა გადაიტვირთა, რის გამოც ტურისტული მიზნით შემოსული ვიზიტორები ვერ ახერხებენ დროულად გადაადგილებას თბილისი - გუდაური - ყაზბეგის მიმართულებებზე, როცა სახელმწიფო წლიდან-წლამდე სულ უფრო მეტი ტურისტების მიღებას გეგმავს, ზრდის მთის კურორტების დაფინანსებას და ამავდროულად, ემზადება 2022 წელს ზამთრის სახეობების ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.



ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი უნდა განვითარდეს საზღვაო და სარკინიგზო მიმართულებით.
ამიტომ, მოვუწოდებთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს დროულად შეისწავლოს საკითხი,ინსტიტუციონალურად მოხდეს რისკების გააზრება და დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები.


ჩვენი ორგანიზაცია გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს და მიაწოდოს საბჭოს შემუშავებული რეკომენდაციები რომელიც დაეხმარება მას საკითხის ეფექტურად გადაწყვეტაში"–ნათქვამია განცხადებაში. 

თეგები:
Hub-Georgia



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up