HUB Georgia-ს ინიციატივით ეკონომიკური დეოკუპაციის გრძელვადიან სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნა

HUB Georgia-ს ინიციატივით ეკონომიკური დეოკუპაციის გრძელვადიან სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნა

access_time2019-07-04 18:12:04

არასამთავრობო ორგანიზაციის „HUB Georgia“ ინიციატივით, 2019 წლის 4 ივლისს 11:00 საათზე სასტუმრო „WYNDHAM GRAND TBILISI“-ში, გაიმართა დისკუსია - საქართველოს წინაშე დღეს მდგარ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებსა და ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური დეოკუპაციის ხედვებთან დაკავშირებით.


შეხვედრაში მონაწილეობამიიღო ეკონომიკის, ტრანსპორტის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა.


შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი - „ეკონომიკური დეოკუპაცია“, რომელიც ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ორგანიზაციების/ფონდების მხარდაჭერით, შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკური დეოკუპაციის გრძელვადიან სტრატეგიას. სტრატეგიის მიზანი, უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის იმგვარად განვითარება, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელი ეკონომიკური დივერსიის რისკები.



“როგორც ჩანს ჩვენ სამწუხაროდ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვერ ვისწავლეთ წარსულის გამოცდილებებზე და დღეს კვლავ ვდგევართ რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის და დივერსიის წინაშე, ისევ იგივე, ენბარგო, ფრეენების შეზღუდვა, ღვინის ექსპორტის აკრძალვა და მუქარა ჩექმების ბაკუნით. კრემლს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მეზობელი სახელმწიფოების ექსპანსიას და საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკურად და ბოროტად გამოყენება, ეს არის მოცემულობა რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და დავუპირისპიროთ ჩვენი სტრატეგია. ის რაც გვჭირს განპირობებულია იმით, რომ ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების ჯანსაღი ხედვა, სტრატეგია და მუდმივად მივყვებით დინებას, დინებას რომელიც მუდმივად ერთ წრეზე გვატრიალებს და არ გვაძლევს დამოუკიდებლად განვიტარების შესაძლებლობას.
2012 წლიდან დღემდე რუსული ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, 5-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტების წილი ქართულ ბაზარზე, ხორბლის იმპორტი თითქმის მთლიანად მიება რუსულ ბაზარს, და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტები, რაც არის ნაღმი ჩვენი ეკონომიკისთვის და ნებისმიერ დროს შეიძლება იქნას ამოქმედებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან.


დიახ, არსებობს ეკონომიკური ხედვა, რომლითაც არა თუ საქართველოს ეკონომიკა იქნება დამოკიდებული რუსეთზე, არამედ საქართველოს ეკონომიკა იქნება ლიდერი მთლიანად რეგიონში და ანგარიშგასაწევი, მათ შორის რუსეთისთვისაც, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე გამოვიყენოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, დავიწყოთ ქვეყნის ტერიტორიული და ეკონომიკური დეოკუპაციის პროცესი და ამის გასაღები არის HUB Georgia, წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო “-ვასო ურუშაძე





ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up