HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

access_time2020-02-26 14:30:44

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“.


გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს.


„პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაში ალბათ გადამფრენ ჩიტებს გულისხმობდა, სხვა ყველა მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს. რაც შეგვიძლია მარტივად კონკრეტული ციფრებით და სტატისტიკური მაჩვენებლებით დავადასტუროთ. ბოლო ოთხ წელიწადში ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინევცტიციები, 35 % დან 16%-მდე შემცირდა, რაც სატრანსპორტო დარგის შემდგომი განვითარების დამუხრუჭების წინაპირობაა.


ქვეყანას რომელსაც გააჩნია, სატრანსპორტი სექტორის განვითარების პრიორიტეტი დღემდე არ აქვს ტრანსპორტის სფეროს განვითარების სტრატეგია, რომელზეც დაიხარჯა 750 000 ათ დოლარი და ეკონომიკის სამინისტროს თაროზეა შემოდებული.


მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული, 42 საფეხურით და დღეს 119-ე ადგილზეა, ჩამორჩება რეგიონის ყველა ქვეყანას - მათ შორის, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მეზობელ სომხეთს;



მსოფლიო ბანკის Duing Business ის მიხედვით, მიუხედავათ იმისა რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მე 6 ადგილზეა, ამავე რეიტინგებში სატრანსპორტო სფერო 43-ე პოზიციას იკავებს.


მსოფლიო ბანკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დღეს მსოფლიოში 76 - ე ადგილზეა, ბოლო წლებში 22 საფეხურით გაუარესდა მდგომარეობა რაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტაგნაციაზე მიუთითებს.


ლოგისტიკურ სექტორში სახელმწიფომ ვერ განახორციელა თბილისსა და ქუთაისში, 152 მილონი დოლარის, დაგეგმილი ლოგისტიკური პროექტები.


ლოგისტიკის სექტორში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, ქვეყნის 2PL დან 3PL ტიპის კომპლექსურ ლოგისტიკურ, დამატებითი სერვისებით მოსარგებლე ინტეგრირებულ ჰაბად ჩამოყალიბება, ამ ფონზე მეზობელ ქვეყნებში ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ლოგისტიკური ტერმინალები;


საქართველო ჯეროვნად ვერ იყენებს მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის შესაძლებლობებს, მაგალითისათვის მხოლოდ ყაზახეთის მაგალითი, 2018 წელს ყაზახური ტვირთნაკადის 136 მლნ ტონიდან, მხოლოდ 1% იქნა გატარებული საქართველოს დერეფნის გავლით.


ბოლო წლებში საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 50 % ითაა შემცირებული, რაც საინვესტიციო მიმზიდველობის დაქვეითებაზე მიუთითებს.
ბოლო წლებში 65% იაა შემცირებული საქართველოს რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვები, რაც სატრანზიტო ფუნქციის ამბიციის მქონე ქვეყნისათვის სავალალოა;ყულევის ნავსადგური რომლის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონას წარმოდაგენს მხოლოდ 16% ათაა დატვირთული.


საავტომობილო გზებში დაბალია აღმოსავლეთ - დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობის ტემპები, 14 წელიწადში 390 კმ მაგისტრალის მხოლოდ 208 კმ ია დაგებული, ექსპლუატაციაში მხოლოდ გზის 53% ია გაშვებული (საშულოდ წელიწადში 15 კმ).საავიაციო ტრანსპორტში არაჯანსაღი კონკურენტული გარემოა რაც აფერხებს ეროვნული ავიაკომპანიების განვითარებას და უამრავი სხვა რამ“-აცხადებს ურუშაძე. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up