“HUB Georgia” ავიაციის სექტორს მიმართავს-„ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს მეტად საპასუხისმგებლო ტვირთი“

“HUB Georgia” ავიაციის სექტორს მიმართავს-„ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს მეტად საპასუხისმგებლო ტვირთი“

access_time2020-03-26 11:22:18

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ვირუს COVID-19-ის პანდემიამ, ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეებთან ერთად, ელემენტარული გადაადგილების პრობლემაც შეუქმნა, რაც ასევე უკავშირდება მათ უსაფრთხოებას.


საზღვრების ჩაკეტვამ და ადამიანების მობილობის შეჩერებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, განსაკუთრებით კი ეს ავიაციის სექტორზე აისახა. IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) გათვლებით, ავიაკომპანიებს 2020 წელს შემოსავალი 252 მლრდ დოლარით შეუმცირდებათ და ეს მხოლოდ წინასწარი ოპტიმისტური პროგნოზით გაკეთებული განცხადებაა, რეალურ სურათზე საუბარი ჯერ ნაადრევია.


გადაადგილების პრობლემა შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებსაც. სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ათასობით ადამიანი დახმარებას და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. ამისთვის კი, საჭიროა სპეციალური ჩარტერული რეისების შესრულება.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით უკვე არაერთი სპეციალური რეისი შესრულდა, კვლავ რჩება საერთო გამოწვევად ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხი. დამატებითი რეისები, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, დამატებით ხარჯებს კი ფინანსური რესურსი სჭირდება. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა და ფაქტობრივად დაპირისპირება, მთავრობის მეთაურსა და ეროვნულ ავიაკომპანიას შორის, სადაც ჯოხი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობაზე გადატყდა.



აღსანიშნავია, რომ ავიაციის სექტორი არ შედგება მხოლოდ ავიაკომპანიებისგან. ავიაკომპანია არის მთავარი აქტორი, რომელიც პირდაპირ შემხებლობაშია მგზავრთან, მაგრამ ის არის ერთგვარი ფულის ამკრეფი და ეს ფული, შემდგომ ნაწილდება სხვადასხვა გაწეულ მომსახურებებზე.


ავიაციის სექტორი შედგება სხვადასხვა მოთამაშეებისაგან, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს და იღებენ მომსახურების საფასურს, ამის გათვალისწინებით კი ავიაკომპანია ახდენს ავიაბილეთის ღირებულების განსაზღვრას. ეს სერვისებია: აეროპორტის მომსახურება, მოსაკრებელი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 24$-ს შეადგენს მგზავრზე, მგზავრის სატერმინალო მომსახურება, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება, აფრენა-დაფრენის ღირებულება და სხვა, რაც ჯამში თითოეულ შესრულებულ რეისზე, საშუალოდ 6-7 ათას დოლარამდე ხარჯს შეადგენს და საქართველოს საავაიაციო ბაზარზე ყველაზე მომგებიანი სერვისია. ამას ემატება, სანავიგაციო მომსახურება, თვითმფრინავის საავიაციო საწვავით გამართვა, რაც შესრულებული რეისის თვითღირებულების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ასევე ემატება ავიაკომპანიის ხარჯები პირდაპირი საექსპლუატაციო ხარჯი, თვითმფრინავის იჯარის ღირებულება ერთ ფრენა საათზე და სხვა. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ხარჯების გათვალისწინების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ავიაკომპანიის მოგების წილზე, რომელიც აეროპორტთან შედარებით ძალიან მცირეა.


თუ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველამ თანაბრად უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შევუმსუბუქოთ ტვირთი ხელისუფლებას და დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთიდან დაბრუნებაში, მაშინ მართლაც თანაბრად გადავინაწილოთ ეს მეტად საპასუხისმგებლო ტვირთი. გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა, რომლებიც ოპერირებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და უზრუნვეყონ სპეციალური რეისების საწვავით მომარაგება (საუბარია კომპანია “GULF AIR”- სა და “GP – SOCAR”-ზე), მოხსნას გადასახადები საქაერონავიგაციამ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც 2007 წლიდან მართავს კომპანია „TAV Georgia” და რომლის სუფთა მოგებამაც 2019 წელს, 156 მილიონი ლარი შეადგინა, აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა“-აცხადებს კოდუა. 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up