Huawei საპატენტო განცხადებების მიხედვით ლიდერი კომპანია გახდა

Huawei საპატენტო განცხადებების მიხედვით ლიდერი კომპანია გახდა

access_time2019-10-28 09:10:16

ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei გახდა მსოფლიოში ნომენ პირველი კომპანია საპატენტო განცხადებების რაოდენობის მიხედვით. როგორც გაირკვა, კომპანიამ გასულ წელს სხვებზე მეტი განაცხადი შეიტანა საპატენტო ბიუროში, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით მათი უმეტესობა მარცხდებოდა ამერიკულ კონკურენტებთან. ამის შესახებ გამოცემა Nikkei იუწყება.


როგორც გამოცემა წერს, გასულ წელს ჩინურმა გიგანტმა ჯამში 5405 განაცხადი გააკეთა პატენტზე, ეს კი ორჯერ მეტია რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ იაპონურ კომპანიაზე Mitsubishi Electric და ასევე მესამეზე მყოფ Intel-ზე. თუმცა ამ განცხადებიდან მხოლოდ 21%-ს თუ მივაკუთვნებთ ინოვაციურ ტექნოლოგიას. Intel-ს ეს მაჩვენებელი 33%-ზე აქვს, სხვა ამერიკულ კორპორაციებს, მაგალითად, Qualcomm-ს კი საერთოდაც 44%.


კვლევაში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ასევე წერია, რომ Huawei სხვა ჩინური კომპანიებისგან განსხვავებით ასევე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს პატენტების შესყიდვის მხრივაც. მან გასულ წელს 500-მდე პატენტი შეიძინა, რომელიც ამერიკულ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ პირებს ეკუთვნოდათ



bpn.ge

თეგები:
Huawei



სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...

თბილისი-ნიუ-იორკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება

თბილისი-ნიუ-იორკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება
access_time2020-11-25 16:00:32
Air Georgia-ს საქართველოში Airbus 330-300 ხომალდის ჩამოყვანის შემდეგ ნიუ-იორკში პირდაპირი რეისის განხორციელების სურვილი აქვს. კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი კოდუა განმარტავს, რომ ხომალდს მსგავსი რეისის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აქვს.   „უკვე მოვაწერეთ ხელი პროექტს დიდ ფუჟელაჟიანი თვითმფრინავის ჩამოყვანაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ავიაკომპანიას არასოდეს ჰქონია დიდი გაბარიტების სამგზავრო თვითმფრინავი, რომ განეხორციელებინოს თბილისი-ნიუ-იორკის,...

„უპრეცენდენტო მასშტაბის, 35 %-იანი ჰოსპიტალიზაცია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს“ - გიორგი კანდელაკი

„უპრეცენდენტო მასშტაბის, 35 %-იანი ჰოსპიტალიზაცია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს“ -  გიორგი კანდელაკი
access_time2020-11-25 15:00:20
„დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. “ -  ამის  შესახებ განცხადებას  აშშ–ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი და ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ავრცელებს. მისი თქმით, ვითარებითან გამოსვლის ერთი ძალიან მარტივი  გზა არსებობს,  რომელსაც არც ტექნოლოგიური და  არც მეცნიერული  პოტენციალი სჭირდება,...

ნავთობის ფასის მატების პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება

ნავთობის ფასის მატების პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება
access_time2020-11-25 11:55:00
ნავთობის ფასის მატების პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ძირითადად იზრდება და ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას მარტის თვის შემდეგ.  კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures...


მსგავსი სიახლეები

up