Huawei-მ უპილოტო ველოსიპედი შექმნა

Huawei-მ უპილოტო ველოსიპედი შექმნა

access_time2021-07-25 20:00:08

ჩინურმა Huawei-მ უპილიტო, „ჭკვიანი“ ველოსიპედი შექმნა.


ახალი მოდელი აღჭურვილია ბალანსირების სისტემით, რომელიც წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, მას ასევე მცირე ელექტროძრავი გააჩნია, რომელიც 3 საათის მანძილზე დატენვის გარეშე მუშაობს.


უპილოტო ველოსიპედი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ასევე როგორც ჩვეულებრივი ველოსიპედის, ინჟინერმა ჩჟიხუეი ცზიუნმა მას შემდეგ შექმნა, რაც ჩვეულებრივი ველოსიპედიდან ჩამოვარდნის გამო ტრავმა მიიღო.


ველოსიპედი აღჭურვილია ავტომატური მართვის სისტემით, მაღალი სიზუსტის მრიცხველებით, ვიდეოკამერებით, და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით.


მას ასევე გააჩნია ბალანსირების სისტემა, რომელიც დახრის დროს ინფორმაციას ამუშავებს, და ველოსიპედს ვერტიკალურ მდგომარეობას უნარჩუნებს. მოდელის შემქმნელების თქმით, ველოსიპედი წონასწორობას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს.


უპილოტო აპარატს ხელოვნური ინტელექტის პროცესორი Huawei Ascend 310 მართავს, რომელიც სავარძლის ქვეშაა დამონტაჟებული და სწორედ მისი წყალობით ველოსიპედს გადაწყვეტილებების მიღება და გზაზე შექმნილი მდგომარეობის შეფასება–გაანალიზება შეუძლია.



მუშაობის ხანგძლივობის კუთხით, სატრანსპორტო საშუალება თითქმის ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ელექტროველოსიპედი, რომელიც ერთი დატენვით 2-3 საათი მუშაობს.


ამ დროისთვის უპილოტო ველოსიპედმა ცდები უკვე გაიარა და თავისი ფუნქციონალური თვისებები დაადასტურა. შემდეგი ნაბიჯია მისი სერიული გამოშვება და ბაზარზე გამოსვლა.


უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების ბაზარმა ინვესტორების და ტრანსნაციონალური კორპორაციების ყურადღება დიდი ხნის წინ მიიპყრო. უპილოტო ავტომობილებით უკვე ვერავის გააკვირვებ, აი თვითმავალი ველოსიპედი კი - სიახლეა.


ჯერ კიდევ 2019 წელს უპილოტო ველოსიპედების შექმნის პროექტის რეალიზება Uber-მა დააპირა, თუმცა, უშედეგოდ.


შესაძლოა, ჩინურმა კორპორაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შექმნა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მას უპილოტო აპარატების ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.


პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ სეგმენტში Huawei პიონერი და ლიდერი გახდება, მეორე - ბოლო წლებში იზრდება ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების პოპულარობა  - პირველ რიგში სწორედ ველოსიპედების. ამას ხელს უწყობს მათი დაბალი ღირებულება, ეკოლოგიურობა, გამოყენების სიმარტივე და კომპაქტურობა.


ითვლება, რომ უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები ჩვეულებრივებზე უსაფრთხოა, რადგანაც ავარიების მთავარი მიზეზი - ადამიანური ფაქტორი - გამოირიცხება.


თუმცა, ზოგჯერ მანქანაც ცდება - ბოლო წლების მანძილზე უპილოტო ავტომობილების ავარიებში მოხვედრის არაერთი შემთხვევაში დაფიქსირდა.

 

rbc.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up