Huawei Google-ს სერვისებს აღარ დაუბრუნდება. ამერიკული კორპორაციის სერვისების გამოყენებაზე საბოლოო უარის შესახებ Huawei-ს რეგიონულმა მენეჯერმა ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შესახებ Der Standart-ი წერს.
ფრედ ვანფეის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ კომპანიას შეზღუდვებს მოუხსნის, ის სმარტფონებისთვის სერვისების არჩევაში დამოუკიდებელ მიდგომას გამოიყენებს. მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი პოლიტიკური კონფლიქტების შემთხვევაში, Huawei-ს არ სურს, ვინმეზე დამოკიდებული იყოს.
როგორც გამოცემა წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ Huawei-მ შესაძლოა, თავის გაჯეტებში Google-ს სერვისებზე საერთოდ აღარ გამოიყენოს.
გასული წლის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.
Imedinews.ge