„ჰუალინგის“ ტოპმენეჯერის განცხადებით, საქართველოში ცემენტი ძველი ტექნოლოგიებით იწარმოება - როგორია „ჰაიდელბერგცემენტის“ რეაქცია?

„ჰუალინგის“ ტოპმენეჯერის განცხადებით, საქართველოში ცემენტი ძველი ტექნოლოგიებით იწარმოება - როგორია „ჰაიდელბერგცემენტის“ რეაქცია?

person access_time2016-08-31 09:12:09

ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ქართულენოვან „ფორბსთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს: მისი თქმით, საქართველოში ცემენტი მოძველებული ტექნოლოგიებით იწარმოება. ჩინელი ტოპმენეჯერი მი წაიცი, მისი კომპანიის პროექტის, „შავი ზღვის ცემენტის“ შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ახალი ქარხნის პროდუქცია  საქართველოს ცემენტის ბაზრის დაახლოებით 50%–ს დაიკავებს.


“დასავლეთ საქართველოში არ არსებობს ცემენტის ქარხანა, რის გამოც კლინკერის იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება. „შავი ზღვის ცემენტის“ პროდუქცია არა მხოლოდ დააკმაყოფილებს საქართველოს შიდა მოთხოვნასცემენტზე, არამედ შესაძლებელს გახდის ცემენტის ექსპორტსაც მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი ვარაუდით, კომპანია „შავიზღვის ცემენტის“ წილი საქართველოს ცემენტის ბაზარზე დაახლოებით 50% იქნება იმის გათვალისწინებით, რომ დღესსაქართველოში ცემენტი მოძველებული ტექნოლოგიებითა და მოწყობილობებით იწარმოება, რაც ზრდისთვითღირებულებას და უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიაზე. „შავი ზღვის ცემენტის" მიერ აშენებული ქარხანააღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ფილტრებით, დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები,გამოყენებული იქნება თანამედროვე – მშრალი მეთოდი, რაც გამორიცხავს გარემოს დაბინძურებას. მშენებლობისდასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის სახეობის ცემენტს და 1,5 მილიონ ტონა მაღალიხარისხის ცემენტს აწარმოებს. ვინაიდან პროექტი 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ის ბიძგს მისცემსტრანსპორტირების, საკვები ობიექტების, სამუშაო ძალისა და სხვა სექტორების განვითარებას,“ – განუცხადა ჰუალინგჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილემ „ფორბსს.“


მართალია, მი წაიცი არ ასახელებს, თუ რომელი კომპანია აწარმოებს საქართველოში ცემენტს მოძველებული ტექნოლოგიებით, თუმცა მისი სიტყვების ლოგიკური ადრესატია „ჰაიდელბერგცემენტი,“ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე სწორედ ისაა ბაზრის ლიდერი.


კერძოდ, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მლნ ტონას აჭარბებს და მისი წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა.



“ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ქართული შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ცემენტის წარმოების ბაზრის ლიდერია,“ – აცხადებენ კომპანიაში.


„ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების კუთხით.ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში და დასაქმებული ყავს 63,000 ადამიანი 3000ლოკაციაზე,“ – ამბობენ კომპანიაში.


რაც შეეხება ტექნოლოგიებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ დონეზე „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" გააჩნია ტექნიკური საშუალება ევროპული ნორმებით გათვალისწინებული ყველა ტიპის ცემენტის საწარმოებლად. შედეგად,კომპანია ცემენტითა და ბეტონით თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ამარაგებს საქართველოში.

 

 

„ჰაიდელბერგცემენტი“ ესადაგება ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტისა და წარმოების ყველა სფეროში. კომპანია მდგრადი განვითარების 3 ამოსავალი წერტილით მუშაობს: ეკონომია, ეკოლოგია და სოციალური პასუხისმგებლობა. უახლესი ფილტრების დამონტაჟება, მეცნიერული პროექტი „ქუორილაიფევორდი“, საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისი მარათონი“, ნარჩენების მენეჯმენტი – ყოველივე ჩამოთვლილი ეხმიანება ჰაიდელბერგცემენტის მისიასა და მდგრადი განვითარების ინსტრუქციებს," - აღნიშნავენ კომპანიაში,

რამდენიმე კვირის წინ ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველპარტნერსმა $120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტი დაიწყეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებასთანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.



20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up