ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორია - კიდევ ერთი “მკვლელი“ გზა თბილისში - დაიღუპა 3 და დაშავდა 99 ადამიანი - პასუხისმგებლობის აცილების სქემა

ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორია - კიდევ ერთი “მკვლელი“ გზა თბილისში - დაიღუპა 3 და დაშავდა 99 ადამიანი - პასუხისმგებლობის აცილების სქემა

access_time2019-08-22 13:00:48

რამდენიმე წლის წინ თბილისის ორი დიდი უბანი ვაზისუბანი და ვარკეთილი ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდა. ამ მონაკვეთს, რომელიც დაახლოებით 3-კილომეტრიანია, პირობითად, ჰუალინგის გზას ეძახიან. მასზე დღემდე არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი, ამიტომ მძღოლები მას უკანონო რბოლებისთვის იყენებენ. ეს კი  არა ერთი უბედური შემთხვევის მიზეზია. მიუხედავად ამისა, წლებია ამ საგზაო მონაკვეთს ყურადღებას არავინ აქცევს, მეტიც არც ერთი ავარიის შემთხვევა საგამოძიებო უწყებას რეალურად არ შეუფასებია.


“კომერსანტმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია   2015 წლიდან დღემდე რამდენი სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ე.წ. ჰუალინგის გზაზე.


 2015 წლიდან დღემდე სულ 62 ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 3 და დაშავდა 99 ადამიანი.


მხოლოდ 2019 წლის იანვარ-ივლისში ჰუალინგის გზაზე 13 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი.


კომერსანტის კითხვაზე რას გეგმავს შსს პრობლემის მოსაგვარებლად უწყებაში გვპასუხობენ:


„სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მზაობას გამოთქვამს უზრუნველყოს ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა ტერიტორიაზე, ოპტიკური ქსელის მოწყობის შემდგომ. რაც შეეხება შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას (მაგ. შუქნიშნის დადგმა,) აღნიშნული საკითხი წარმოადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე პასუხისმგებლობას იხსნის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა ჰუალინგ ჯგუფის მოვალეობაა.



„ეს არის ჰუალინგის ტერიტორია, მათი მოვალეობაა ინფრასტრუქტურულად, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მოაწყონ ეს საგზაო მონაკვეთი. თუმცა, სატრანსპორტო სქემა დედაქალაქის მთავრობასთან თანხმდება. მერიასთან არის შეთანხმებული ის, რომ 4 შუქნიშნის ობიექტი უნდა განთავსდეს, ახლა ველოდებით როდის დაიწყებს კომპანია ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას“,- განმარტავენ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

 

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ ჰუალინგ ჯგუფში, კომპანიაში აცხადებენ, რომ  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის მერიის კომპეტენციაა:

 

„როგორც მოგეხსენებათ, ამ ადგილას ადრე გზა არ იყო, ჰუალინგ ჯგუფმა თავისავე ტერიტორიაზე გაყვანილი გზა (2.2 კმ.) დათმო საზოგადოებრივი სარგებლობისთვის და საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგა  საგზაო ინფრასქტრუქტურა. რაც შეეხება საგზაო მოძრაობის რეგულირებას, ეს თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის“,- განმარტავენ ჰუალინგ ჯგუფში.

 


„კომერსანტმა“ გაარკვია რომ უკანონო რბოლები სოციალური ქსელში იგეგმება. მას შემდეგ რაც მძღოლები დროზე შეთანხმდებიან, მოქმედება სოციალური ქსელიდან უკვე რეალობაში ინაცვლებს. გიორგი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) ერთ-ერთი იმ მძღოლთაგანია, რომელსაც რალში მონაწილეობა მიუღია. ის გვიყვება, რომ  უკანონო რალები 2017-18 წლებში თითქმის ყოველ საღამოს ეწყებოდა.

 

„ვისაც კარგი მაქნანა ჰყავს და ვისაც აინტერესებს ეს მიმართულება, სოციალურ ქსელში, ნებისმიერ საავტომობილო ჯგუფში პოსტს წერს, რის შემდეგ რალი ეწყობა. ორი ლოკაციაა ორთაჭალის ავტობანი და ჰუალინგის გზა.  ახლა პოლიციის მუშაობამ გამოიღო შედეგი და იმ რაოდენობით აღარ ტარდება“, - ამბობს გიორგი.

 

გიორგი „ჰუალინგის“ გზის პრობლემების მოგვარებას ერთი შუქნიშნის და ორი ჭკვიანი კამერის დამონტაჟებაში ხედავს.

 

„სამკილომეტრიან გზაზე სულ, რომ ურმით იყო, სიჩქარის განვითარებას მაინც ახერხებს. გზაჯვარედინს, რომ უახლოვდები არანაირი ნიშანი არ გხვდება, მძღოლი ვერ ასწრებს იმის დანახვას გამოდის თუ არა გზაჯვარედინიდან მანქანა, სწორედ ამ დროს ხდება ძალიან ბევრი ავარია. აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროს მოპირდაპირედ ძალიან დიდი პარკია, სადაც უამრავი ადამიანი ისვენებს, ამ ტერიტორიაზეც შუქნიშანს, რომ თავი დავანებოთ არ არის, ზებრა გადასასვლელი დახაზული“, - განაცხადა გიორგიმ.


 

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საგზაო უსაფრთხოებას მივაღწიოთ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ იცავენ ხელისუფლებამ ხელოვნური ბარიერები უნდა შეუქმნას.

 

„სამწუხაროდ, არალეგალური რბოლების  წინაშე უძლურები გამოვდივართ, იმიტომ რომ არა მარტო ჰუალინგის გზაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც ეწყობა რბოლები, რასაც ეფექტურად ვერ ვებრძვით, ამას საბოლოო ჯამში მსხვერპლი მოჰყვება. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ფაქტებზე რეაგირება, დაიგეგმოს ინფრასტრუქტურა, რათა მძღოლებმა ვერ შეძლონ სწრაფად გადაადგილება. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გზა არის საშიში, საფრთხის შემცვლელი და კლავს ადამიანებს, აუცილებლად უნდა დაწესდეს შეზღუდვები, წარმოუდგენელი უნდა იყოს ამ გზაზე მაღალი სიჩქარის განვითარება. სწორედ ეს უნდა იყოს პასუხი ხელისუფლებისგან. უბედური შემთხვევის დროს, სამწუხაროდ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ვაკისრებთ ვერავის, 100 პროცენტიდან პირობითად 30 პროცენტი არის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა, შემდეგი 30 პროცენტი არის ადმინისტრირების ნაწილი, ხოლო დარჩენილი 40 პროცენტი არის ადამიანური ქცევა“,- განმარტავს ეკა ლალიაშვილი.

 


 

ბაჩო ადამია





„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up