ჰუალინგი – ხე-ტყის ბიზნესიდან საბანკო სექტორში

ჰუალინგი – ხე-ტყის ბიზნესიდან საბანკო სექტორში

access_time2016-07-31 18:30:57

რას უნდა ელოდოს ჩინელი ინვესტორებისგან საბანკო სექტორი


“ჰუალინგ ჯგუფის” მიერ ბანკ “რესპუბლიკას” გადაფორმების პროცესი აქტიურ ფაზაშია. საბანკო სექტორში შემოდის ჯგუფი, რომელსაც 2012 წლამდე, სანამ “ბაზისბანკის” აქციებს არ შეიძენდა, ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონია.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინელმა ინვესტორებმა ფართოდ შემოაღეს კარი საქართველოს ბიზნესსექტორში, ბუნებრივია, რომ მათ საკუთარი ტრანზაქციებისთვის ბანკი სჭირდებოდათ. ისე როგორც თურქ, არაბ, ყაზახ თუ აზერბაიჯანელს ინვესტორებს, რომლთა ბანკები საქართველოში არსებობენ, მაგრამ მათი არსებობა საზოგადოებისთვის ნაკლებად შესამჩნევია. ბანკი “რესპუბლიკა” კი სხვა განზომილებაა, ეს არის ერთ-ერთი ლიდერი ბანკი, რომლის საბანკო სივრციდან გაქრობა კონკურენციის დონეს კიდევ უფრო შეამცირებს.


საიდან მოდის “ჰუალინგ ჯგუფი”

 

“ჰუალინგ ჯგუფი” საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და ამდროისთვის განხორციელებული აქვს 8 ძირითადი საინვესტიციო პროექტი, რომლის მთლიანი საინვესტიციო თანხა, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარია. ამასთანავე, 2014 წელს “ჰუალინგ ჯგუფი” საქართველოში ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორ იყო.


პირველად, მან 2007 წელს “ხე-ტყის” დამზადების 20 წლიანი ლიცენზია შეიძენა და გარემოს დამცველებისგან ბევრი კრიტიკაც მიიღო. ქუთაისსა და სამეგრელოს სოფელ ლიაში ფუნქციობს მორის გადამამუშავებელი ორი ჩინური ქარხანა. ქუთაისში “ჰუალინგ ჯგუფის” აქვს ავეჯის საწარმო.


2012 წელს კი ჩინური ჯგუფი უფრო აქტიურდება და საქართველოში ბიზნესარეალს აფართოებს.

 

ამ ინვესტორებმა შეიძინეს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის მოპოვების 20 წლიანი ლიცენზია, 2400000 მ3 ნედლეულის მოპოვების უფლებით. სხვათა შორის, 2009 წელს “ჰუალინგ ჯგუფმა” შეიძინა გაკოტრებული ყოფილი ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორია, ავეჯისა და ქვის გადამამუშავებელი საწარმოები სწორედ იქ მოაწყო.

 

ასევე, 2012 წელს “ჰუალინგ ჯგუფი” გახდა ბაზისბანკის წილის მფლობელი და დღეისთვის ბანკის 99.8% ფლობს. ამ საბანკო აქტივის შეძენით, ჩინელ ინვესტორებს საბანკო პროდუქტების განვითარებასა და კლიენტების მოზიდვაზე არ უზრუნიათ. მიზანი ასეთია, “ბაზისბანკის გაძლიერების გზით ხელი შეეწყოს, როგორც კომპანიის არსებული და მომავალი პროექტების წარმართვას, ასევე ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას”. როგორც უკვე აღვნიშნეთ “ბაზისბანკის” მთავარი ფუნქცია ფულის გატარება გახდა.


2012 წელსვე, “ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში თავისი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის “თბილისის ზღვის ახალი ქალაქის” მშენებლობა დაიწყო.

 


ცოტა ხნის წინ, 14 ივნისს, მთავრობის წევრებთან ერთად, ზეიმით გაიხსნა, “თბილისის ზღვის ჰოსპიტალი”, რომელიც მრავალპროფილიანია და 100 საწოლზეა გათვლილი. სხვათა შორის, ჩინელებმა ჯანდაცვაშიც პირველად შედგეს ფეხი და ისიც საქართველოში.

 

 

25 ივნისს, ასევე საზეიმოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ცემენტის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. შპს “შავი ზღვის ცემენტი” საქართველოში, თანაც სულ მალე, წლიურად 3500 ტ. კლინკერის ცემენტის წარმოებას გვპირდება.

 

რატომ ბანკი “რესპუბლიკა”


ამ ჩამონათვალიდან ნათლად გამოჩნდა თუ რა მიზნები აქვს “ჰუალინგ ჯგუფს” საქართველოში – აქტიურად განავითაროს ბიზნესი და მოიცვას აბსოლუტურად ყველა სფერო. უკვე გასაგებია, რომ ამდენი პროექტის განხორციელებისთვის მას ბანკი სჭირდებოდა, რომელიც 2012 წელს შეიძინა. თუმცა, ჩნდება კითხვა, რატომ უნდოდა კიდევ ერთი, თანაც მსხვილი ბანკი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჯგუფს საბანკო სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.


ანალიტიკოსების იმედოვნებენ, რომ ჩინელები ბანკ “რესპუბლიკასაც” მხოლოდ ფულის გამტარებლად არ აქცევენ და ისედაც მონოპოლიზირებულ საბანკო სექტორს 4 ბანკის იმედად არ დატოვებენ.

 

“ჩინური კომპანია საქართველოში ყიდულობს ბანკს. ამ ფაქტს, შეიძლება პოზიტიურადაც შევხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს ბანკების მართვის გამოცდილება არ გააჩნია. კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ ჩინელები გააგრძელებენ საქმანობას და ალბათ, სერიოზული ინვესტიციების დაბანდებას გეგმავენ საქართველოში. ყველა უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოში დიდი კაპიტალით შემოდის, ცდილობს თავისი ბანკი ჰქონდეს. ასეა ყაზახეთი, თურქეთი, ბუნებრივია ჩინეთიც ამას ცდილობს. ბანკი “რესპუბლიკა” ერთ-ერთი მსხვილი ბანკია საქართველოში და დიდ სეგმენტს მოიცავს”, – ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ როგორც ჩანს ჩინელ ინვესტორებს საქართველოში სერიოზული კაპიტალის დაბანდებ სურთ.

 

ამასთანავე, თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ჩინური ჯგუფი “რესპუბლიკას” სეგმენტს შეინარჩუნებს და საბანკო სექტორში ისევე გააქტიურდება, როგორც სხვა სექტორებში.

 

“არა მგონია, რომ  ბანკ “რესპუბლიკას” სეგმენტი შეცვალონ. “რესპუბლიკა” წარმატებული ბანკია და აქედან გამომდინარე ისინი შეეცდებიან, რომ საბანკო საქმიანობა უფრო გააფართოვონ. ამ მიმართულებით დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ”, –  აცხადებს თოქმაზიშვილი.

 

პროფესორ დავით ასლანიშვილის განცხადებით კი, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს “ჰუალინგ ჯგუფი”, მათ მიერ განხორციელებული საფინანსო ოპერაციები არის უცნობი. ასლანიშვილის განცხადებით, როდესაც ბანკის შეძენა ხდება,  საქართველოს კანონმდებლობით ინვესტორს უნდა ჰქონდეს გამოცდილება, ამ მიმართულებით ჰყავდეს პროფესიონალი მენეჯმენტი.


ხოლო თუკი ეროვნული ბანკი ნებართვას გასცემს ეს ნიშნავს, რომ  “ჰუალინგ ჯგუფი” ამ მოთხოვნებს აკმაყოფლებს.

 

ასლანიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ “სოსიეტე ჟენერალს” საქართველოს ბაზრიდან გასვლა სურდა და იგი მყიდველს ეძებდა, ვინაიდან საქართველოში და მთლიანად კავკასიაში ევროპული ბანკების მოლოდინი არ გამართლდა. ჩინურმა ჯგუფმა კი ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

 

“ამ გარიგებამდე ერთ-ერთი მსხვილი ჩინური კომპანიის ხელში მოხვდა წარმატებული კომერციული ბანკი “ბაზისბანკი”, ახლა მსოფლიო გიგანტის, ფინანსური და საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის “სოსიუტე ჟენერალის” ჯგუფში შემავალი “რესპუბლიკა ბანკი”. ამ გარიგების შედეგად “სოსიეტე ჟენერალი”, ფაქტობრივად, საქართველოს ტოვებს. ეს უკვე უარყოფითი შედეგია საბანკო სექტორისთვის. HSBC-ის შემდეგ მეორე გიგანტური ბანკი ტოვებს საქართველოს. აქ თანამედროვე საფინანსო-საბანკო გიგანტები თავის თავს ვერ ხედავენ. გერმანული “პროკრედიტბანკიც” კი, მკვეთრად ამცირებს თავის საქმიანობას. ჩვენი ქვეყანა ევროზონის საბანკო თვალსაწიერიდან ქრება. გვრჩება ჩინური კომპანია, რომელიც თავისი განვითარებისა და თანამედროვეობის კუთხით, ნამდვილად, ვერ ჩაანაცვლებს იმ პერსპექტივას და შესაძლებლობებს, რომელიც ევროკავშირში მყოფი ორი გიგანტი უქმნიდა საქართველოს”, – ამბობს დავით ასლანიშვილი.

 

“ბანკების ასოციაციის” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს ასეთი მძიმე სურათის დახატვა გადაჭარბებულად მიაჩნია. მისი განცხადებით, პირიქით, საბანკო სექტორში კონკურენცია იზრედება, რაც მომხმარებლისთვის კარგია. “როცა ორი ბანკი ერთიანდება იზრდება მისი კაპიტალი და აქტივები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ჯანსაღი კონკურენციის შექმნას უწყობს ხელს. ეს ახალი კონფიგურაცია მომხმარებლისთვის მხოლოდ კარგია”, – მიიჩნევს ცუცქირიძე.


ახალ ჩინურ ბანკში, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა შეიქმნას “სოსიეტე ჟენერალის” წილი მხოლო 8% იქნება, 3,9%-ს დაიტოვებს EBRD, ხოლო  88,1%-ს ჩინელები გააკონტროლებენ.


 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კერძო კორპორაცია “ჰუალინგ ჯგუფი” 1988 წელს ჩინეთში, ქ. ურუმჩიში დაარსდა. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას, სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას, ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას. ახალ მიმართულებებში – ჯანდაცვა და საბანკო სექტორი, ჩინური ჯგუფი საკუთარ თავს საქართველოში გამოცდის.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up