ჰუალინგ პლაზამ ახალი კონცეპტის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

ჰუალინგ პლაზამ ახალი კონცეპტის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

access_time2021-09-10 16:55:57

სამხრეთ კავკასიაში უდიდესი სავაჭრო ცენტრისჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზამენეჯმენტმა მოლის ახალი კონცეპტის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და დღეიდან, 10 სექტემბრიდან, ამ სივრცეშიკარფურის“ 52– ფილიალი გაიხსნა.


თავის მხრივ, „კარფურისაქართველოში ოპერირების მეცხრე წელს აღნიშნავს და იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს ახალ ფილიალში უსასრულო ქულები, საჩუქრები და აქციები ელოდება.


ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზასგენერალური დირექტორი თიკო მაღრაძეკომერსანტთანსაუბარში ამბობს, რომ მოლის ახალი კონცეპტი გულისხმობს მომხმარებლებისთვის იდეალური სივრცის შექმნას, სადაც ყველაფერი იქნება წარმოდგენილი მათი ოჯახებისთვის. მისივე თქმით, მოლი იმდენად მრავალფუნქციური ხდება, რომ აქ შემოსულ ადამიანს ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების შესაძენად სხვაგან წასვლა არ მოუწევს


ჰუალინგ პლაზას ახალი კონცეპტის ფარგლებში ვმუშაობთ მომხმარებლებისთვის  განსაკუთრებული სივრცეების შექმნაზე. დღეს Carrefour გაიხსნა, ამავე სართულზე ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდება ტექნიკის წამყვანი ბრენდების შემოსვლა. „ჰუალინგისზღვის პლაზაში ახლო მომავალში ავეჯის მაღაზიები - Ashley და Embawood გაიხსნება. მოლის ახალი კონცეფციაა - „ყველაფერი სახლისთვის“. გარდა ამისა, ვხსნით ფუნქციონალურ სივრცეებს, როგორებიცაა ფარმაცია და ბანკებიასევე მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ “Made In Georgia“ სივრცის გახხსნას, სადაც ჩვენთან მოსული ადამიანი, ადგილობრივი წარმოების პარფიუმერიას, სასაჩუქრე ნივთებსა და სხვა მრავალფეროვან პროდუქციას  შეიძენს. მისივე თქმით, „ჰუალინგ პლაზაშიახლო მომავალში შევლენ ისეთი ბრენდები, როგორებიცააალტა“, „ზუმერი“, „ბეკოდა სხვა.



კომპანიაში ამბობენ, რომ პლაზაში ყოველ ორ თვეში გაიხსნება ახალი სივრცეები მომხმარებლებისთვის და აქ მოსულ ადამიანებს უამრავი აქციითა და პრომო შეთავაზებებით წაახალისებენ.




კიდევ ერთი სიახლე, რასაც პლაზა უმზადებს ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნა. თიკო მაღრაძე ამბობს, რომ უკვე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ამ საკითხზე და მიაჩნია, რომ ასეთი სერვისის შეტანა პლაზაში კიდევ უფრო გაუმარტივებს იურიდიული მომსახურების მიღებას ადგილობრივ მოსახლეობას.


ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“, რომელიც კავკასიის რეგიონში უდიდესი ცენტრია და მისი საერთო ფართობი 110 000 კვ/ შეადგენს, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა საცალო გაყიდვების კომპანიებისთვის. აქ წელიწადზე მეტია, ფუნქციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების კავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტიმიჰაუსი, სადაც 60 000–ზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი.


კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიჰუალინგპლაზას ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, სადაც მოქალაქეებს ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.



(R)





საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი

„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი
access_time2021-12-01 10:00:31
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, რომელიც კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას გულისხმობდა, მათი მმართველობიდან 9 წლის შემდეგ მოსახლეობის სოციალური ფონი ისევ მძიმეა, საქართველოში ფასების საერთო დონე და ინფლაცია კი რეკორდულად იზრდება. 9 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თითქმის ყველა სახის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, „ქართული...


მსგავსი სიახლეები

up