„ჰუალინგ ჯგუფის" ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე დეკემბრიდან შემოვა

„ჰუალინგ ჯგუფის" ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე დეკემბრიდან შემოვა

person access_time2016-08-15 11:00:12

ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი ინვესტორის, ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის" მიერ შემოყვანილი ავიაკომპანია ფრენებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოდან დაიწყებს. საუბარია ჩინური ინვესტიციით საქართველოში დარეგისტრირებულ ავიაკომპანიაზე, რომელიც My way airlines-ის სახელით იფრენს.


როგორც „კომერსანტს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ იგორ აფციაურმა განუცხადა, სერთიფიცირების პროცესი უკვე მიმდინარეობს. კომპანიამ სააგენტოსთან რამდენიმე კვირის წინ პირველი წინა სასერთიფიკაციო შეხვედრა უკვე გამართა და სამომავლო გეგმებიც წარმოადგინა.


აფციაური ამბობს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, დეკემბრისთვის ავიაკომპანია ფრენებს 7-8 ქვეყანაში დაიწყებს, 
მათ შორის ევროპის და რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე, ჩინეთში. სამომავლოდ, კი ავიაკომპანია აზიის და აშშ-ის მიმართულებებით გააქტიურდება.


„აქამდე ავიაკომპანია ტექნიკურ საკითხებზე მუშაობდა, ახლა გადავიდნენ მეორე ეტაპზე, რაც ნიშნავს კომერციული სტრატეგიის და ბიზნეს გეგმის შემუშავებას"-აცხადებს აფციაური.


მისი თქმით, საწყის ეტაპზე ავიაკომპანიას 2 თვითმფრინავი, „ბოინგ 737" და "ბოინგ 800" ეყოლება. რაც შეეხება პერსონალს, უპირატესობა ქართველ სპეციალისტებს მიენიჭებათ, თუმცა, თუ ვერ მოიძებნა სპეციფიური სპეციალობის თანმშრომელი, საერთაშორისო ბაზარზე მოხდება მათი მოძიება.



აფციაური განმარტავს, რომ My way airlines-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია არ იქნება.

 

შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა 2016 წლის მაისში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააანონსა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰუალინგ ჯგუფს" შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საქართველოში. „ბოინგ 737" ტიპის ორი ბორტი, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777" ტიპის ბორტი დაემატება, საქართველოდან შეასრულებს რეისებს ევროპისა და აზიის მიმართულებით, ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას", -აცხადებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მისი თქმით, ავიაკომპანიას ბაზა საქართველოში იქნება და ეყოლება ადგილობრივი თანამშრომლები.




 




წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up