ჰუალინგ ჯგუფის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისთვის ბიოლოგიური უსაფრთხოების აღჭურვილობების გადაცემის შესახებ

ჰუალინგ ჯგუფის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისთვის ბიოლოგიური უსაფრთხოების აღჭურვილობების გადაცემის შესახებ

access_time2020-03-07 18:46:27



კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობისა და პრევენციული ზომების გასატარებლად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთი ეფექტური ღონისძიება ტარდება. ჰუალინგ ჯგუფის სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ვირუსის პრევენციულ და აღმკვეთ ღინისძიებებში.


სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჰუალინგ ჯგუფმა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გადასცა სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი.
ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაკრები მოიცავს ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონს, FFP2 ტიპის რესპირატორს, დამცავ სათვალეს, ბიოლოგიური უსაფრთხოების ბახილს და ხელთათმანს.
სამედიცინო უსაფრთხოების ნაკრები გამოიყენება სამედიცინო პერსონალისა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტების მიერ, როგორც პირადი ანტიბაქტერიული დაცვის საშუალება, ინფექციის შემდგომი გავრცელების აღკვეთის მიზნით და ასევე იმისთვის, რომ მათ შეძლონ უსაფრთხოდ იკონტაქტონ ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებთან. ყველა პროდუქტი სტერილიზებულია და შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქირურგიული დანიშნულებისათვის.


გადაცემის ცერემონია 6 მარტს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორი ბატონი სიაოწინ შაო, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი ბატონი გიორგი ჩოგოვაძე და აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) დირექტორი ბატონი ლევან გოფოძე.
ბიოლოგიური უსაფრთხოების აღჭურვილობა @doctor goods - დოქტორ გუდს-ის ნაწარმია, რომელიც წარმოადგენს საქართველოში სამედიცინო ტექსტილის ერთადერთ მწარმოებელს. აღნიშნული წარმოება ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზის ტერიტორიაზეა განთავსებული.


 ჰუალინგ ჯგუფი




„ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციასა და საქართველოში უმსხვილეს ინვერსტორს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო ბაზრების მშენებლობა, მართვა და გაქირავება, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, მეცხოველეობა, კვების მრეწველობა და სხვა. გარდა ამისა, კომპანია საქართველოში ფლობს სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკს“, ხოლო ჩინეთში - სხვა ფინანსურ აქტივებს.

■ „ჰუალინგ ჯგუფმა“ ჩინეთში ოთხი დიდი საბითუმო ბაზრის პროექტი განახორციელა. ესენია: „ჰუალინგის ურუმჩის კომპლექსური საბითუმო ბაზარი“, „ჰუალინგის სამხრეთ სინძიანის საბითუმო ბაზარი“, „ჰუალინგის საიუველირო ნაწარმისა და ნეფრიტის ნაკეთობების საერთაშორისო ქალაქი“ და „ჰუალინგის ბაზრის სამშენებლო მასალების საექსპორტო ბაზა“. ამ ოთხი კომპლექსური ბაზრის საერთო კომერციული ფართობი 2.2 მილიონ მ2-ს აჭარბებს, ფუნქციონირებს 22 ათასზე მეტი საწარმო ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან. ვიზიტორთა საშუალო დღიური რაოდენობა 100 ათასს ადამიანს აჭარბებს. ზემოთხსენებული ბაზრები ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში კომპლექსური საქონლის უმსხვილეს ბაზრებს წარმოადგენენ.
■ 2007 წლიდან მოყოლებული „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა შემდეგ პროექტებში: „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ (ISEZ), „ბაზისბანკი“, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ხე-ტყის დამუშავება-დამზადება, მინერალური რესურსების ძიება-ათვისება და სხვა. „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკის ზონის“ ფარგლებში ფუნქციონირებს კომპლექსური სავაჭრო პლაზა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“, კომერციული უძრავი ქონების პროექტი და სხვა.
■ 2012 წელს „ჰუალინგ ჯგუფმა“ ბაზის ბანკის აქციების 90% შეისყიდა, რაც ჩინეთის კერძო კორპორაციის მიერ ჩინეთის საზღვრებს გარეთ კომერციული ბანკის შესყიდვის პირველი პრეცედენტი გახდა, რომელიც 2012 წელს ჰონგ-კონგში ჩატარებულ ჩინეთის საზღვარგარეთული ინვესტიციების რიგით მეორე ყოველწლიურ სამიტზე შევიდა წლის შვიდ საუკეთესო საზღვარგარეთულ საინვესტიციო პროექტში. ეს ტრანსაქცია ჩინეთის კერძო კორპორაციასა და საზღვარგარეთის კომერციულ ბანკს შორის შერწყმისა და შესყიდვის (M&A) პირველი პრეცენდენტი გახდა. „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვის შემდგომ ბაზის ბანკი სტაბილურად ვითარდება, აქტივების მასშტაბი და რენტაბელობა საგრძნობლად იზრდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up