HSC: თუ დროზე არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა, სეზონს ზამთრის კურორტები ცარიელი შეხვდება

HSC: თუ დროზე არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა, სეზონს ზამთრის კურორტები ცარიელი შეხვდება

access_time2021-10-08 17:00:00

ზაფხულის სეზონის დასრულებასთან ერთად ქვეყანაში ტურისტულმა ნაკადებმა იკლო. სასტუმროების მენეჯმენტის კომპანიის HSC Group-ის ინფორმაციით, გარკვეულწილად ეს ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებსაც უკავშირდება. სექტორს ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იმედიანი განწყობა აქვს, მიზეზი ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში უკვე არსებული ჯავშნებია.



„სექტემბრის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თუ შემოდგომამდე სასტუმროებს ჰქონდათ საშუალოდ 70%-80% დატვირთულობა, დღეს ეს ციფრები 30%-40%მდეა შემცირებული. ეს თავის მხრივ გამოწვეულია სეზონურობით, რადგან ზაფხულში მოგზაურთა დიდი ნაწილი იყო საუდის არაბეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და ა.შ. მათთვის მოგზაურობის სეზონი ზამთრამდე გარდამავალ პერიოდზეა, რაც შეეხება სექტემბერს და ოქტომბერს, სტანდარტულ ვითარებაში ჭარბობდა ტურისტები რუსეთიდან, რადგან მათთვის სექტემბერ-ოქტომბერი არის საქართველოში მოგზაურობის ყველაზე კარგი პერიოდი. მაშინ როდესაც სახმელეთო საზღვარიც დაკეტილია, ძალიან ურთულდებათ ჩამოსვლა, რადგან უწევთ ბელორუსის ან სხვა ქვეყნის გავლით თბილისში მოხვედრა, ეს გაზრდილ ხარჯებთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ზამთრამდე, ვფიქრობ, საშუალო დატვირთულობა იქნება 35%-ის ფარგლბში. წინასწარი მოთხოვნა ზამთრის კურორტებზე მზარდია და შეიძლება ითქვას, 60%-მდე შევსებულიც კი ნორმალური ფასებით. ამ ყველაფრის რეალობად ქცევა ისევ და ისევ დამოკიდებულია კოვიდ სიტუაციასა და რეგულაციებზე. იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა და სეზონი, მაშინ ჯავშნებიც გაუქმდება და როგორც ეს 2020 წელს იყო, კურორტები ცარიელი შეხვდება ზამთარს.




ჩვენს სასტუმროებს რეგიონების მიხედვით თუ დავყოფთ სვანეთში ზაფხულმა კარგად იმუშავა - 70%-მდე დატვირთვით, გუდაურში 55%-65%, თბილისში კი 90%-იანი დატვირთვით დავხურეთ სეზონი,“ - განმარტავს HSC Group-ის დირექტორი გიორგი დოლიძე.



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up