HSBC-ის შემდეგ ქართული ბაზარი შესაძლოა კიდევ ერთმა საბანკო გიგანტმა, Societe Generale–მა დატოვოს

HSBC-ის შემდეგ ქართული ბაზარი შესაძლოა კიდევ ერთმა საბანკო გიგანტმა, Societe Generale–მა დატოვოს

access_time2016-04-19 10:25:11

ბანკი “რესპუბლიკა“ შესაძლოა გაიყიდოს – ამის შესახებ გამოცემა CBW.ge წერს და ამ თემაზე „ვითიბის” გენერალური დირექტორის არჩილ კონცელიძის შეფასებას აქვეყნებს, რომელიც ბანკირმა სააგენტო gbc.ge-სთან გააკეთა: 


„მე მეამაყება, რომ ასეთი  ბანკები  არსებობს.  ის  ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალი  ხარისხის  აქტივით და   ნდობის  მაღალი ხარისხით და ამის თქმას არ მოვერიდები, მიუხედავად იმისა  რომ კონკურენტია“.


კონცელიძის თქმით, „ბანკი  გლობალური სტრატეგიის მსხვერპლი იქნება, როგორც თავის დროზე HSBC-ი“.


მოსაზრებას, რომ  ბაზრის მსხვილი მოთამაშის შენარჩუნება ყველას მობილიზებით და  მაქსიმალური მონდომებით შესაძლებელია, არჩილ კონცელიძე არ ეთანხმება. ბანკირს ევროპის TOP-10-ში შესული 2 ტრილიონიანი Societe Generale-ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე  ზემოქმედების ეეჭვება.



ანალოგიური იყო HSBC-ის შემთხვევაშიც და ასევე ახლა “პროკრედიტის” მიმართებაში, როცა ჯგუფმა დისტანციური მიმართულების  განვითარების გლობალური გადაწყვეტილება მიიღო და  უფრო ნაკლები თანამშრომელი ესაჭიროება, ვიდრე ჰყავს.


„მე  ყველაფერს ვეცდებოდი, ყველა   რესურსსგამოვიყენებდი  უმსხვილესი საბანკო ჯგუფის საქართველოს ბაზარზე დასატოვებლად.  მთავრობამ,  მარეგულირებელმა ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართოს“ – განუცხადა  gbc.ge-ს ბანკი „რესპუბლიკას“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა.

 

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ  შემთხვევა  წმინდა ბიზნესგარიგების კვალიფიკაციას სცილდება და    სახელმწიფოებრივ რანგში ადის. პაპაშვილი აღნიშნავს, რომ Societe საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათი და  ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის  კოეფიციენტია.


შეგახსენებთ, რომ თავად ბანკ „რესპუბლიკაში“ აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის
access_time2021-04-14 16:15:46
 სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. სასაჩუქრე...

ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება

 ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება
access_time2021-04-14 16:30:26
არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. სწორად ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს.   როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ...


მსგავსი სიახლეები

up