HR Hub: დასაქმების ბაზარზე სერიოზული აცდენა გვაქვს მოთხოვნა მიწოდებაში

HR Hub: დასაქმების ბაზარზე სერიოზული აცდენა გვაქვს მოთხოვნა მიწოდებაში

access_time2019-03-04 09:00:00


თავისუფალი სამუშაო გრაფიკი, დასასვენებელი და გასართობი ოთახი სამსახურში, სადაც შესაძლებელი იქნება სამუშაო საათებში ძილი და შვილის მოყვანაც კი, იმ შემთხვევაში თუ სახლში ვერავის უტოვებთ - რატომ სთავაზობენ კომპანიები ასეთ პირობებს თანამშრომლებს ?  რა როლი აქვს ადამიანური რესურსების მართვას  ბიზნესის განვითარებაში და, რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა იმისთვის, რომ ჰყავდეთ მოტივირებული თანამშრომლები ? - ამ თემებზე ისაუბრეს  რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“.  გადაცემის წამყვანის „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა შურღაიას კითხვებს HR Hub–ის დამფუძნებლები ანა ნავდარაშვილი და ანა გზირიშვილი პასუხობდნენ. 


ანა ნავდარაშვილმა მსმენელებს HR Hub-ის მუშაობის სპეციფიკა, ასევე განხორციელებული და სამომავლო პროექტები გააცნო.


HR Hub 2015 წლიდან არსებობს და სამუშაო რეჟიმში ვხვდებით HR მენეჯერებს, ვაცნობთ იმას, თუ რა იყო ადრე, რა სიახლეებია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ადრე HR განიხილებოდა უფრო ადმინისტრაციული ფუნქციის  მიმართულებად, როგორიც არის კომპანიაში ხელშეკრულებების მოწესრიგება, თანამშრომლებთან მათი მხრიდან მხოლოდ მინიმალური კომუნიკაცია არსებობდა.  თუმცა დღეს ეს ტენდენცია შეცვლილია და თანდათან მეტი აქცენტი კეთდება თანამშრომლის განვითარებაზე, იმაზე რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართული ისინი ორგანიზაციის განვითარებაზე, ჩადონ მეტი ადამიანური კაპიტალი მისი წინსვლისა და წარმატები საქმეში. შესაბამისად, HR-ის ფუნქცია უფრო გაიზარდა, HR მენეჯერებს უწევთ იმუშაონ თანამშრომლების მოტივაციაზე და შესთავაზონ მათ საინტერესო გარემო. კომპანიები იმისთვის, რომ უზრუნველყონ თავიანთი თანაშრომლებისთვის საინტერესო გარემო და განავითარონ ისინი იმ სფეროში, რომელშიც არიან დასაქმებულები, საკუთარ რესურსს დებენ, ქმნიან ტრენინგ ცენტრებს, ეს მათთვის დამატებითი ფინანსური ტვირთია.


ვფიქრობ, დღეს ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ სერიოზული აცდენა გვაქვს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებაში. საჭიროა მოვახდინოთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბევრი რესურსი იხარჯება მათ პოპულარიზაციაში, თუმცა პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს საზოგადოებაში სწორი აღქმა პროფესიული განათლების მიმართ. ეს აღქმაც სწორედ მშობლებში და იმ ადამიანშია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მთავარი მრჩევლები არიან აბიტურიენტების.


 ამასთანავე, დასაქმების ბაზარზე ტექნიკური მიმართულებით ძალიან ბევრი ვაკანსიაა, თუმცა კადრი არ არსებობს, თან ამ პოზიციების სახელფასო განაკვეთი ნამდვილად არ ჩამოუვარდება მაგალითად, იურისტის, ან სხვა პოპულარული პროფესიის ანაზღაურებებს. ზოგ შემთხვევაში მეტიც კი არის,- ამბობს ანა ნავდარაშვილი.


HR HUBის ფარგლებში დამზადდა სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებისა და ახლად კურსდამთავრებულების დასაქმებაზე.



საიტზე მსურველები გაეცნობიან სხვადასხვა ვაკანსიებს, რომლებიც დასაქმების სხვა საიტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ უკვე გათვალისწინებულია დროის კომპონენტი. ვაკანსია სტუდენტისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს. ამასთანავე,  ჩვენ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტების კარიერულ სამსახურებთან. ვატარებთ დასაქმების ფესტივალებს, რომლებიც სტანდარტული დასაქმების ფორუმებისგან განსხვავდება, მაგალითად, იმით რომ  გვაქვს წარმატების კუთხე, სადაც წარმატებული ადამიანები საუბრობენ საკუთარ კარიერულ განვითარებაზე. ფესტივალი 2017 წელს გვქონდა ვაკის პარკში, სადაც 80-ზე მეტი დამსაქმებელი გვყავდა და 4 ათასზე მეტმა სტუდენტმა მოიყარა თავი. 2018 წელს უკვე რეგიონებში გადავინაცვლეთ და ადგილობრივ დამსაქმებლებთან ვითანამშრომლეთ.


გარდა დასაქმების ფესტივალისა, HR Hub 600-ზე მეტ პროფესიონალ HR მენეჯერებთან შეხვედრას ახორციელებს. ჩვენი მთავარი კონცეფცია გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარებაა. გვაქვს ასევე HR ბიზნეს სამიტი წელიწადში ერთხელ, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით იკრიბებიან HR პროფესიონალები. 2018 წელს სამასზე მეტი მენეჯერი დაესწრო, გვყავდა 14 სპიკერი საინტერესო ქეისებით. წელსაც, 31 მაისს ვგეგმავთ ბიზნეს სამიტს King David- ში, ალექსიძის 12 ნომერში, გვეყოლება ხუთასზე მეტი დელეგატი, ასევე 12 სპიკერი და გვექნება ორი ვორქშოპი, - ამბობს ანა ნავდარაშვილი.


ანა გზირიშვილის თქმით, დღეს კომპანიები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვან ინოვაციურ კამპანიებს ახორციელებენ.


HR დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პოპულარული გახდა. HR მენეჯერები  უკვე ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც კი. ადამიანური რესურსების მართვა 20-თანამშრომლიან კომპანიაშიც კი მნიშვნელოვანია. გაიზარდა ასევე მისი როლი სამუშაოს შეფასების კუთხით, კვლევებში, იგივე შერჩევის მიმართულებით და ვფიქრობ, ნელ-ნელა უფრო გაიზრდება მისი პოპულარობა.


როგორც ანამ აღნიშნა, დღეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ არ არის პოპულარული ტექნიკური დარგი და ეს მიმართულება, რაზეც პირიქით, დასაქმების ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.  მაგალითად, ისეთი კომპანიები, როგორებიცაა თელასი, ენერგო პრო ჯორჯია, საქართველოს რკინიგზა, მუდმივად ეძებენ თანამშრომლებს. საუბარია მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე. საჭიროა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ამ დარგებსა და მიმართულებებში.


მეორე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ  ადამიანები ვაკანსიის ტრადიციული ტექსტებით აღარ ინტერესდებიან, განსაკუთრებით მილენიანელები. მათ არ უნდათ იყვნენ სამსახურებში 10-დან 6-მდე საათამდე, უნდათ ჰქონდეთ თავისუფლება და კომპანიები ცდილობენ, რომ ვაკანსიის ტექსტიც კი შეცვალონ და ორიგინალურად გამოაცხადონ ვაკანსია.


მაგალითისთვის, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი საქმე სტაჟირებებზე არ იყოს მხოლოდ ქსეროქსი ან საბუთების მოწესრიგება. ისინი ყველაზე მოტივირებული სამუშაო ძალის წარმომადგენლები არიან და მზად არიან ჩაერთონ სამუშაო პროცესში.


კომპანიები სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ, მაგალითად, ნერგავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თანამშრომლებს აქვთ თავისუფალი გრაფიკი, დასასვენებელი ოთახები, სადაც შეუძლიათ დაიძინონ ან მოიყვანონ შვილი, თუ ვერავის უტოვებენ და დატოვონ ისინი გასართობ ოთახში, თვითონ კი იმუშაონ. ადამიანებს უყვართ თავისუფლება, ისინი ისედაც სტრესულ გარემოში ცხოვრობენ და დამსაქმებლებმა მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ სამუშაო გარემო არ იყოს სტრესული. თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია აღიარება  და პატივისცემა.


როგორც უკვე აღინიშნა 31 მაისს ბიზნეს სამიტი გვექნება და მისი მთავარი მესიჯი კი იქნება - იმუშავე სიამოვნებისთვის, სამიტის მთავარი თემა სწორედ არის ის თუ,რამდენად მნიშვნელოვანია როცა ადამიანი აკეთებს იმ საქმეს,რომელიც უყვარს. დღეს ბევრს არ აქვს სამწუხაროდ, ამის ფუფუნება და ჩვენ გვინდა მივცეთ ამ ადამიანებს მოტივაცია,- ამბობს ანა გზირიშვილი.


(R)






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up