ჰოვერბორდები Lilishop.ge-ზე

ჰოვერბორდები Lilishop.ge-ზე

access_time2020-02-13 10:23:45

ქართულ ბაზარზე ბევრი ინტერნეტ მაღაზიაა და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება მოთხოვნის შესაბამისად. უკვე მეორე წელია ხალხში პოპულარობითა და სანდოობით სარგებლობს სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლი“ ბაზაზე შექმნილი ინტერნეტ მაღაზია Liloshop.ge. მისი მიზანია თავი მომხმარებელს ლილოში აგრძნობინოს სახლიდან გაუსვლელად და ამას აღწევს კიდეც პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, ფასების ხელმისაწვდომობით, საკურიერო მომსახურების სისწრაფითა და საფასურის გადახდის მეთოდების მრავალფეროვნებით.


Liloshop ჰოვერბორდების ყველაზე ფართო არჩევანს გთავაზობთ

 

Liloshop-ზე ათეულობით სხვა პროდუქტთან ერთად დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჰოვერბორდი. იგი ორბორბლიანი, ელექტრო, პორტატული მოწყობილობაა, რომელსაც თვითბალანსირებულ სკუტერსაც უწოდებენ. იკვებება დიდი ზომის ლითიუმ-იონური ბატარეებით. დამუხტვას დაახლოებით 2 საათი სჭირდება და საკმარისია 20 კმ მანძილის დასაფარად.


ჰოვერბორდები მოთხოვნადია ბავშვებსა და თინეიჯერებში, ასევე პოპულარობით სარგებლობს ტურისტულ ადგილებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ის უადვილებს ვიზიტორს გადაადგილებას, დროს ზოგავს, ბევრ ღირსშესანიშნაობას სტუმრობს და ფიზიკურადაც მხნედ გრძნობს თავს. ლილოს ონლაინ მაღაზიის სპორტისა და ტურიზმის კატეგორიაში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ჰოვერბორდები. ყველა მათგანს მოჰყვება გარანტია პლატაზე, აკუმულატორსა და ძრავზე. არჩევანი მრავალფეროვანია ფერის, ზომის, დიზაინის, მასალის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. აქ ყველას შეუძლია იპოვოს სასურველი ტიპის ჰოვერბორდი.


რა უპირატესობა აქვს lilishop-ზე შეძენას?

 

მრავალფეროვანი არჩევანის გარდა, lilishop-ზე შეძენას კიდევ უამრავი უპირატესობა აქვს. მეგობრული და საერთო მიზანზე ორიენტირებული გუნდი მუდამ მზადაა დაეხმაროს პოტენციურ მყიდველს სასურველი ნივთის არჩევასა თუ გამოწერის პროცედურაში. ამასთან, „ლილოშოპის“ მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია განვადებით შეიძინოს, აირჩიოს გადახდის სასურველი მეთოდი (ნაღდი ანგარიშსწორება, საბანკო გადარიცხვა ან ბარათით გადახდა), ისარგებლოს სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურებით, ასევე, გარკვეულ პირობებში, გამოწერილი ნივთი უკან დააბრუნოს.


სწორედ ეს ფაქტორები, ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასთან ერთად, განსაზღვრავს ინტერნეტ მაღაზიის მოწინავე პოზიციას კონკურენტებთან მიმართებით.



რამდენ ხანში მიიღებთ შეძენილ პროდუქტს?

 

მომხმარებელს აინტერესებს და მოუთმენლად ელის, როდის მიიღებს მითითებულ მისამართზე გამოწერილ ნივთს, როდის შეათვალიერებს და გამოიყენებს მას.


ყველა ინტერნეტ მაღაზიას მიწოდების თავისი ვადები აქვს. „ლილოშოპის“ შემთხვევაში საკურიერო მომსახურებას 2-3 სამუშაო დღე სჭირდება თბილისის მასშტაბით. სწორედ ეს პერიოდია საკმარისი შეკვეთილი ჰოვერბორდისა თუ სხვა ნივთის ადრესატამდე მისატანად. რაც შეეხება რეგიონში მიწოდებას, პროცედურა დროში ოდნავ გახანგრძლივებულია და 3-5 სამუშაო დღეს ითვლის.


გაციფრულებულ სამყაროში ინტერნეტ მაღაზიების ერა დაიწყო და Lilishop-იც ამაყად დგას მათ რიგებში.


(R)

 

 

 



თეგები:
Lilishop.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up