ჰოუმმარტის განახლებული ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო

ჰოუმმარტის განახლებული ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო

access_time2021-04-21 09:55:32

პანდემიის გავლენა ეკონომიკასა და ბაზართან ერთად ადამიანების ფსიქოლოგიურ განწყობასა და მოტივაციაზეც რომ აისახა ამას ექსპერტებმა უკვე არაერთხელ გაუსვეს ხაზი ბოლო ერთი წლის მანძილზე. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც როგორ ფიზიკურ ასევე სულიერ განტვირთვას უზრუნველყოფს. რას იტყოდით ისეთ სივრცეზე, სადაც ყველა ის კომპონენტია თავმოყრილი, რომელიც საქმიან და დატვირთულ ადამიანს დღის განმავლობაში შეიძლება დასჭირდეს: წახემსება, ყავაზე შესვენება, თავის მოვლა, საჩუქრების და ყოველდღიური ნივთების შეძენა, ვარჯიში. ... და ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში, ოფისიდან 3-5 წუთის სავალზე ჭავჭავაძის 37-ში სავაჭრო ცენტრ „ჰოუმარტში“ დაგხვდებათ, ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში კი, 150 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომიც მომხმარებლის განკარგულებაშია;


კომერსანტისდღევანდელი რესპოდენტი სავაჭრო ცენტრჰოუმმარტისგენერალური მენეჯერი ანი გაგუაა:

 

საიდან გაჩნდა ჰოუმმარტის მრავალფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის იდეა და რაზე გაკეთდა მთავარი აქენტები პროექტის შემუშავებისას?

 

როდესაც სავაჭრო ცენტრის განახლებაზე ვმსჯელობდით, ჩვენთვის მთავარი კითხვა ასე ჟღერდა: რა შეიძლება აკლდეს ქალაქის თანამედროვე რითმში ჩართულ ადამიანს, რომელიც მუდმივად განიცდის დროის დეფიციტს? ამ კითხვის პასუხად კი, შევეცადეთ ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა ყოველდღიურობისთვის აუცილებელი მომსახურებები და პარკირების პროცესიც სასიამოვნო გაგვეხადა ჩვენი მომხმარებლებისთვის. შევეცადეთ თავი მოგვეყარა იმ აუცილებელი და  მნიშვნელოვანი კომპონენტებისთვის, რაც დროში შეზღუდულ და დასაქმებულ ადამიანს შეუვსებდა დანაკლისს. სწორედ აქ გამოიკვეთა ისეთი საჭიროებები, როგორიც არის კომფორტული ავტოსადგომი, კვების ობიექტების დიდი არჩევანი, ყოველდღიურობისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთები, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი, ფიტნესი.  თუმცა, მხოლოდ ამ კომპონენტების გაერთანებას არ დავჯერდით და გადავწყვიტეთ მომხმარებელს შევთავაზოთ სასიამოვნო გარემო ბუნებრივი გამწვანებითა და მშვიდი ფერთა შეხამებით;




კვების ობიექტების რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი ექნება მომხმარებელს არსებულთან შედარებით?


სავაჭრო ცენტრის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი კვების ობიექტების ლაინს ეთმობა, სადაც დღესდღეობით წარმოდგენილ ბრენდებს შეემატება „სკა ჯუს ბარი“, რომელიც ჯანსაღი სწრაფი კვების მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს; გარდა ამისა, გაფართოვდება კაფეტერია „ბუნო ბაიკი“  თავისი ცნობილი სფეშელტი ყავით. ასევე წარმოდგენილი იქნება, ახალ სწრაფი კვების ობიექტი ქართული სამზარეულოს კონცეფციით - „მეგობარი“ და ყველასათვის საყვარელ  „ლუკა პოლარე“ განუმეორებელი ცხელი შოკოლადებითა და ნაყინის მრავალფეროვანი არჩევანით. როგორც უკვე მომხმარებლისთვის ცნობილია, პირველ სართულზე განთავსებულია საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტი „Carrefour Georgia“.

მომხმარებელი დიდი ხანია უკვე ხვდება სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილ ბრენდებს, კერძოდ,  Miniso, Bunna Bike Coffee, Korean Cosmetics, Mzera, Botanique Nails, My Day, Georgia’s Natural, Gourmesso, Tea Mania, Sweet Candy, Musera, Skivri, Penti, Game Zone, Alhambra Bracetes, Pillow და სხვას. არსებულ არჩევანს უახლოეს მომავალში შეემატება არა-ერთი საინტერესო ბრენდი, რასაც მომხმარებელი განახლებულ სავაჭრო ცენტრში შეხვდება. 


შეიძლება ბევრს ჰქონდეს სურვილი არათუ დასასვენებლად ესტუმროს განახლებულ სივრცეს , არამედ თავად ჰქონდეს ოფისი ახალ კომპლექსში, ამისთვის რამდენად ხელსაყრელი პირობები იქნებაჰოუმმარტისგან“?


„გარდა არსებული სივრცის განახლებისა, სავაჭრო ცენტრს დაემატება 1800 კვ.. მოცულობის საოფისე ფართები. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჭავჭავაძის 37-ში აპირებენ ფილიალების გადმოტანას. მესამე სართულის სახურავზე კი გამწვანებული საერთო მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა, რაც დამატებითი ბენეფიტია კომპანიებისთვის.


როდის შეძლებს  მომხმარებელი განახლებულჰოუმმარტის სტუმრობას?


7500კვ.მ.-ზე განთავსებული განახლებული  სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“, რომელიც მომხმარებელს სასიამოვნო გარემოში განტვირთვას და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას შესთავაზებს, საბოლოო სახით სექტემრის მეორე ნახევარში წარსდგება მომხმარებლის წინაშე.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შენობის განახლებულ შიდა და გარე სივრცეებზე ჰოუმმარტის გუნდი არქიტექტურულ ჯგუფ „არესთან“ ერთად მუშაობს. სავაჭრო ცენტრის ფასადი ბუნებრივად შეერწყმება ჭავჭავაძის მუდამ დატვირთულ და ხმაურიან გამზირს, რომლის ინტერიერში მთავარი აქცენტები ხეზე, ბუნებრივ გამწვანებასა და ქვის ფაქტურაზე კეთდება.



®





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up