Hotel At Mtatsminda - მთაწმინდაზე 60 ნომრიანი სასტუმროს პროექტი უმსხვილესი არტიტექტურული ჯილდოს მფლობელი გახდა

Hotel At Mtatsminda - მთაწმინდაზე 60 ნომრიანი სასტუმროს პროექტი უმსხვილესი არტიტექტურული ჯილდოს მფლობელი გახდა

access_time2020-02-13 19:00:09

Hotel at Mtatsminda - მთაწმინდის ფერდობზე 60 ნომრიანი სასტუმროს იდეა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული პროექტის გამარჯვებული გახდა. კომპანია არტიტექსის (Artytechs)  ესკიზურმა პროექტმა, რომლის შექმნის სურვილი ბიზნესმენმა ალექსანდრე შენგელიამ გამოთქვა, 2019 წლის საუკეთესო ურბანული დიზაინისა და არქიტექტურული დიზაინის ჯილდო (Urban Design & Architecture Design Awards 2019)  მოიპოვა. ეს არის პროგრამა, რომელიც წლის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციასა და საუკეთესოს გამოვლენაზეა აქცენტირებული.





პროექტის ავტორი კომპანია Artytechs-ის მთავარი არქიტეტორი დადუნა შათაშვილი მთაწმინდის სასტუმროს განვითარების პერსპექტივებზე „კომერსანტთან“ საუბრობს.


„ჯერჯერობით პროექტი კონცეფციის დონეზეა, ჩავთვალოთ, რომ ესკიზური პროექტია და ჯერ არ გადავსულვართ  დეტალურ პროექტირებაზე.  თუმცა, გეგმარებითი ნაწილი, ვიზუალური ნაწილი, ფართები  -  ყველაფერი არის გამოკვეთილი და განსაზღვერული. საპროექტო ტერიტორიაზე არსად არ არის ხეები, არის რელიეფური ტერიტორია და ეს პროექტშიცაა გათვალისწინებული. ყველა არის ორიეტირებული ხედებზე იმიტომ რომ ულამაზესი ხედებია. ამ ეტაპზე ასეთი ვიზუალური სახით გვაქვს, თუმცა დიდი მოწონება დაიმსახურა და ვფიქრობთ, რომ შესაბამისად გაგრძელდება.


გვიხარია, რომ მთაწმინდის სასტუმროს  დიდი გამოხმაურება მოყვა და კარგი არქიტექტურული ხედვა შევთავაზეთ ქალაქს.  ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტისთვის არის არქიტექტურისა და გარემოს კომბინაცია ეკომეგობრულ სტილში. ეს იყო უნიკალური გადაწყვეტილება რათა ტერიტორია გარემოს დაუზიანებლად აგვეთვისებინა.“ - ამბობს დადუნა შათაშვილი.

 


7000 კვ.მ-ზე განთავსებულ სასტუმრო 60 ნომრიანი იქნება. სახურავზე გათვალისწინებულია დიდი გამწვანებული ტერასა, ასევე საკონფერენციო დარბაზი შუშის კედლებით. საპროექტო ტერიტორია მოიცავს 25 მეტრის სიგრძის საცურაო აუზს.  პროექტში წარმოდგენილია დიდი მიწისქვეშა სივრცე  კაზინოსთვის. დარბაზული ტიპის სივრცე მიწის ქვეშ, პროექტის მიხედვით,  მთლიანად გამწვანებული უნდა იყოს.  


ამ ეტაპზე იდეის ავტორები დაინტერესებულ კომპანიებს ეძებენ, ვინც მთაწმინდის სასტუმროს იდეას განახორციელებს. ალექსანდრე შენგელია „კომერსანტთან“ დეტალურ ხარჯებსა და პროექტის განხორციელების საინვესტიციო ღირებულებაზე ვერ საუბრობს.




მთაწმინდაზე სასტუმროს პროექტის შესახებ www.e-architect.co.uk -ზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდა, სადაც საუბარია მთაწმინდის ფერდობის ტურისტულ მნიშვნელობაზე და მის ურბანულ განვითარებაზე მეოცე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე. ვებგვერდზე მსოფლიოს მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტის დეტალები ქვეყნდება.


მთაწმინის პლატოს განვითარების იდეა გასული საუკუნის დასასრულიდან გახდა აქტუალური. თავიდან, ამ ტერიტორიაზე ქალაქური ტიპის სახლების გაშენების იდეა არსებობდა,  მოგვიანებით გაკეთდა შეთავაზება, რომ „ახალი ქალაქი“ უნდა გაეშენებინათ.  წლების მანძილზე აქ პატარა შენობა და რამდენიმე მაღაზია იყო, დანარჩენი ადგილი კი აუთვისებელი იყო.




მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გადაწყდა, რომ მთაწმინდის პარკს უნდა დაეკავებინა ტერიტორია. პარკის პროექტი 1935 წელს არქიტექტორმა გინსბურგმა მოამზადა, რომლის მიხედვით უნდა შექმნილიყო დიდი კომპლექსი, თუმცა პროექტი ვერ განხორცილედა. 1959 წელს მთაწმინდის პლატო რუთაველის მოედანს საბაგირო გზით დაუკავშირდა.


 მთაწმინდის პლატო უცხოელი ტურისტებისთვის თანდათან უფრო საინტერესო გახდა და დიდი ინფრასტრუქტურული დატვირთვა შეიძინა სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის.  - ნათქვამია e-architect.co.uk-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.



მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up