ჰოსპიტალური სექტორი გეგმიური სერვისების განახლებას ითხოვს - კლინიკებს შემოსავალი 60 პროცენტით შეუმცირდათ

ჰოსპიტალური სექტორი გეგმიური სერვისების განახლებას ითხოვს - კლინიკებს შემოსავალი 60 პროცენტით შეუმცირდათ

access_time2020-05-20 10:00:18

ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გეგმიური ოპერაციები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო აღარ ტარდება. მოქალაქეებს, რომლებსაც გეგმიური ოპერაციები ჰქონდათ დანიშნული, ლოდინი სავარაუდოდ ივლისამდე მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდა, კლინიკები გეგმიური სერვისების განახლებას ითხოვენ, რადგან მათი ისედაც რთული ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

 

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ფინანსურად ყველა სამედიცინო დაწესებულებას ძალიან გაუჭირდა. მისი თქმით, სურათი ყველა კლინიკაში მეტნაკლებად ერთი და იგივეა, რადგან საავადმყოფოებისთვის გეგმიური სერვისები მიწოდება უმნიშვნელოვანესია. როგორც გიორგი ლობჟანიძე აცხადებს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ შემოსავალი დაახლოებით 70 პროცენტით შეუმცირდა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საავადმყოფო მზად არის გეგმიური მომსახურების აღდგენისთვის.

 

გეგმიური ოპერაციების გადადების შესახებ რეკომენდაცია არსებობდა, სწორედ ამიტომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიურ ჩარევებზე საგარანტიოს გაცემა შეჩერდა, მაგრამ როგორც ასეთი ტოტალური აკრძალვა საქართველოში და მსოფლიოში არ მომხდარა, ეს სამედიცინო დაწესებულების ორგანიზაციული საკითხი იყო. გეგმიური მომსახურების აღდგენა , სავარაუდოდ უკვე შესაძლებელია, თუმცა გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ალბათ სასურველია გეგმიური ოპერაციის წინ ნებისმიერ პაციენტს ჩაუტარდეს ტესტირება კოვიდზე, უნდა მოხდეს პაციენტების ერთმანეთისგან სეპარაცია იქ სადაც გეგმიური სერვისის მიღება მოხდება ის გამიჯნული უნდა იყოს სხვა დეპარტამენტებისგან, სადაც პოტენციური ინფიცირებულების მიღება ხდება. სხვადახვა პერსონალი უნდა ემსახურებოდეს ერთსაც და მეორესაც. ჩამოთვლილი ნიუანსების გათვალისწინებით ჩვენი დაწესებულება მზად არის გეგმიური მომსახურების სრულად აღდგენისთვის, რადგან  ჩვენი საავადმყოფო არც ცხელების ცენტრის ნუსხაში იყო და არც კოვიდ კლინიკად ყოფილა გადაკეთებული“, - განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

 

კლინიკა ,,ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით მიქელთაძე თვლის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგიური კუთხით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ექიმი აცხადებს, რომ გეგმიური მიმართულებების გაჩერებას ორი უარყოფითი შედეგი აქვს: გეგმიურ პაციენტებს საკმაოდ ხანგძლივად უვადდებათ ოპერაციული ჩარევა, ხოლო კლინიკას საგრძნობლად უმცირდება შემოსავალი. როგორც დავით მიქელთაძე აცხადებს, კლინიკა ,,ღია გულს“ შემოსავალი დაახლოებით 40 პროცენტით შეუმცირდა.

 


„დათქმულ ვადაზე ადრე ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა და შესაძლებელია გეგმიური ოპერაციები 4 თვეზე ადრე განახლდეს, ალბათ საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა გაწერილ მოთხოვნებს ყველა სამედიცინო დაწესებულება მაქსიმალურად იცავს, მაგრამ დაცული არავინ არის. კლინიკაში შემოსვლის დროს ეპიდემიოლოგიური კუთხით კითხვარი კეთდება, პაციენტების ტემპერატურული სკრინინგი უტარდებათ ექიმებს შესაბამისი ეკიპირება აქვთ და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაზარზე სამედიცინო მასალების დიდი დეფიციტია, პროდუქცია ძალიან გაძვირდა 8 თეთრიანი პირბადე 1,7 ლარი ღირდა, ეს ყველაფერი დიდი ფინანსურ დანაკარგთან არის დაკავშირებული“, - განმარტავს დავით მიქელთაძე.

 

დავით მიქელთაძის მოსაზრებას იზიარებს MediClubGeorgia-ს დირექტორი გიორგი გოცაძე. მისი თქმით, როდესაც ქირურგიული ჩარევა არ ხორციელდება და ნაკადები შეჩერებულია საკმაოდ რთული მდგომარეობა იქმნება როგორც დაწესებულებებისთვის ასევე პაციენტებისთვის. გიორგი გოცაძე აცხადებს, რომ კონკრეტული რიცხვის დასახელება უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ მიმართვიანობა საგრძნობლად შემცირებულია. საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტის განცხადებით უნდა გააქტიურდეს საკითხი იმის შესახებ, რომ გეგმიური ოპერაციები დათქმულ ვადაზე ადრე განახლდეს. ჯანდაცვის სისტემების ექსპერტის განმარტებით, ახალი კორონავირუსის გამო შეჩერებულია სიმსივნის სკრინინგ-პროგრამებიც, რაც პაციენტებზე ნეგატიურად მოქმედებს.

 

„როგორც ჩანს ვირუსი ჩვენი ცხოვრებიდან იოლად არ გაქრება, მოგვიწევს ცხოვრება ამ ვითარებაში და დადგენილი წესების განხორციელება, რაც დამატებით რესურს მოითხოვს. სხვა გზა არაა, მთელ მსოფლიოშია ესეთი მდგომარეობა და ჩვენ ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ. ნელ-ნელა უნდა დაისვას საკითხი, რომ გეგმიური ქირურგიული აქტივობა დაიწყოს, არამარტო ქირურგიული ნებისმიერ სხვა მიმართულებები. გეგმიურ მომსახურებებზე შეზღუდვა რასაკვირველია ნეგატიურად მოქმედებს პაციენტებზე, რადგან მაგალითად ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირება, მომართვიანობა ამ ვირუსის პირობებში საკმაოდ შემცირებულია, შედეგად უფრო გვიან ეტაპზე იქნება ასეთი საშიში დაავადებების დადგენა. გადაწყობა ყველა შემთხვევაში მოგვიწევს, საჭირო იქნება დამატებითი წესების შემოღება, დამატებითი ტესტირებები, სხვა ზონების შექმნა დაწესებულებაში რათა გამიჯვნა მოხდეს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების და ა.შ. ეს რასაკვირველია ხარჯებთანაა დაკავშირებული“, -განმარტავს გიორგი გოცაძე.

 

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსს ეკა ადამიას. სახელმწიფო უწყებაში არ თვლიან, რომ გეგმიური ოპერაციების 4 თვის ვადით გადავადებამ სამედიცინო დაწესებულებებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ეკა ადამიას განმარტებით, როდესაც covid - 19 გაჩნდა მიმართვიანობა ავტომატურად შემცირდა, რადგან პაციენტებს ვირუსის შეეშინდათ. მისივე თქმით, შეზღუდვა მდგმარეობას ხელოვნურად ვერ გააუარესებდა იმიტომ, რომ სამედიცინო სექტორის ძირითადი ნაწილი კოვიდის და ცხელების მქონე პაციენტების მიღებაში ჩაერთო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან.  ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის თქმით ჰოსპიტალურ სექტორს კოვიდ 19 - თან ბრძოლით შეეძლოთ დაეკომპენსირებინათ ის დანაკლისი რაც გეგმიური ოპერაციების შეჩერების გამო დაუდგათ, თუმცა ეკა ადამია არ საუბრობს იმ ათობით კლინიკის ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც კოვიდ კლინიკებად არ გადაკეთებულან.

 

ჩვენ შევასრულეთ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეგვეზღუდა გეგმიური ოპერაციები, კლინიკები ძირითადად მობილიზების რეჟიმზე გადავიდნენ, რათა ინფექციის კონტროლით მიეღოთ პაციენტები. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანი იყო გეგმიური ოპერაციები დროებით შეჩერებულიყო. ჩვენ ოთხი თვე გვაქვს მოცდის ვადა და პრაქტიკას რომელიც მსოფლიოში არსებობს არ ვუსწრებთ, რადგან მოცდის პერიოდი  სხვა ქვეყნებში 6 თვემდეც გრძელდება. არ გვაქვს ისეთი სურათი რომელიც ყველაზე რთულ სცენარში იყო ჩვენთან მოაზრებული, არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის შენარჩუნების შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება გეგმიური ოპერაციები დროზე ადრე აღდგეს. თუმცა უნდა დავაკვირდეთ მდგომარეობას, თუ ესეთი ტემპი შენარჩუნდა რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება ჩვეულ რეჟიმში განახლდეს მომსახურებები. ეტაპობრივად ხდება იმ სერვისების უკან დაბრუნება რაც გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო, შესაბმისად კონკრეტული თარიღის თქმა გამიჭირდება, თუმცა საკითხი სამუშაო რეჟიმში განიხილება. ვირუსის დაწყების პერიოდში რა თქმა უნდა მეტი სიფრთხილე და შიში იყო კლინიკების მხრიდან, თუმცა ეტაპობრივად ყველა იმ ღონისძიების საშუალებით რომელიც სახელმწიფომ გაატარა, კლინიკები უფრო მობილიზებულები გახდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო დაწესებულებები ახლა  მზად არიან პაციენტები მიიღონ“, - განაცხადა ეკა ადამიამ.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up