ჰოსპიტალურ სექტორს იმედი აქვს რომ სერგეენკო პარლამენტში მეტად გამბედავი და დამოუკიდებელი იქნება

ჰოსპიტალურ სექტორს იმედი აქვს რომ სერგეენკო პარლამენტში მეტად გამბედავი და დამოუკიდებელი იქნება

access_time2020-07-21 11:00:14

„ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარადგინა. ექსმინისტრი ახლა თავს ვალდებულად თვლის, რომ მმართველ გუნდს გვერდში დაუდგეს და ჯანდაცვის მიმართულებაზე გააკეთოს ფოკუსი. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებას აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში.

 

მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გიორგი გრიგოლია „კომერსანტთან“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სერგეენკოს სამედიცინო საქმიანობას დადებითად აფასებს, განსხვავებით მისი მინისტრობისგან. თუმცა ქირურგი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში სერგეენკო მეტად დამოუკიდებელი და გამბედავი იქნება და სამედიცინო სფეროს ისეთი დადგენილებებისგან გაათავისუფლებს როგორიცაა 520-ე დადგენილება.

 

„დავით სერგეენკოს კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სპეციალისტი იყო მედიცინის სფეროში მუშაობისას. როცა ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, მისი მინისტრობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ახლანდელი მინისტრი ვერც კი შეედრება დავით სერგეენკოს მუშაობის ეფექტურობით.  მე მომხრე ვიქნები, რომ პარლამენტში იყოს კიდევ ერთი განათლებული ადამიანი. მინისტრობის დროს დავით სერგეენკო ალბათ უფრო დამოკიდებული იყო პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტზე და ბევრი რამ, რისი გაკეთებაც უნდოდა,  ვერ გააკეთა. პარლამენტში ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი უფრო დამოუკიდებლად იმუშავებს, მითუმეტეს თუ ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ან თავმჯდომარე იქნება. იმედია ჯანდაცვის სფეროსთვის სასარგებლო კანონპროექტებს მიიღებს და გააუქმებს ისეთ უნიჭო დადგენილებებს როგორიცაა 520-ე და სხვა მთელი რიგი დადგენილებები,“ - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.

 

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს  ექსმინისტრის მიმართ დადებით მოლოდინები აქვს. იგი მიიჩნევს, რომ თუ სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტში იმუშავებს მას საშუალება ექნება ჯანდაცვის  სისტემის რეფორმირებაში თავისი წვლილი შეიტანოს, რისი საშუალებაც ლობჟანიძის თქმით საქართველოს მთავრობაში ნაკლებად ჰქონდა. როგორც „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი აცხადებს დავით სერგეენკო კომპეტენტური პირია, სამედიცინო სფეროში და მოსახლეობაში კარგი რეპუტაცია  აქვს, სწორედ ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ ყოფილ მინისტრს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

 

„ერთი არის როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხარ და მეორე როდესაც საკანონმდებლო ორგანოში. ვთქვათ, თუ ის ჯანდაცვის კომიტეტში კომიტეტში იქნება დაკავებული თავისი საქმიანობით, პროფესიული მიმართულებით, მაშინ მას მეტი ბერკეტი ექნება იმუშაოს კანონ შემოქმედებითი კუთხით. ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებული საქმიანობაა. ზოგადად დავით სერგეენკოს მიმართ სამედიცინო სექტორში არ ყოფილა ნეგატიური განწყობები და საყოველთაო ჯანდაცვის  რეფორმა რომელიც 2013 წელს დაიწყო ხელისუფლების წარმატებულ პროექტად ითვლებოდა. ბევრი რამ გააკეთა მინისტრის ამპლუაში, საკმაოდ  წარმატებული და რეფორმატორი მინისტრის სტატუსი აქვს. ის პრაქტიკოსი  ექიმი  იყო  თავის  დროზე და  ჰქონდა ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება შესაბამისად მის მიმართ სამედიცინო სექტორი კეთილგანწყობილი იყო. თუმცა მისივე მინისტრობის დროს არაერთი წინააღმდეგობა და აზრთა  სხვადასხვაობა იყო იმ რეფორმებთან დაკავშირებით რასაც ის ახორციელებდა. დღემდე არსებობს კითხვის  ნიშანი, ბევრი რაღაც შეიძლება ვერ გაკეთდა ისე როგორც უნდა გაკეთებულიყო მაგრამ ეს ყველაფერი შედარებითია. თუ ვადარებთ წინამორბედ მინისტრებს ან შემდეგს  მათ ფონზე ჩემი გადმოსახედიდან სერგეენკო გაცილებით უკეთესად გამოიყურება. არ მინდა შედარება გავაკეთო, მაგრამ დღევანდელი მინისტრისგან განსხვავებით რომელიც თითქოს დისტანცირებულია, მას არც ცნობადობა აქვს სამედიცინო სექტორში და არც ისეთი რეპუტაცია, რომ მის საქმიანობას აფასებდნენ ამა თუ იმ კუთხით“, - განმარტავს გიორგი ლობჟანიძე.

 

„საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილს პოლიტიკურ პროცესებს წინასწარ საუბარი უჭირს თუმცა ექიმი ექიმის პარლამენტში ყოფნას დადებითად აფასებს.

 

„ალბათ კარგია, ექიმი რომ იყოს პარლამენტში, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან შეიძლება ექიმი იყოს და ვერაფერი გააკეთოს, შეიძლება არ იყოს ექიმი და ბევრი რაღაც გააკეთოს, პიროვნებაზეა  დამოკიდებული“, აცხადებს ალექსანდრე ალადაშვილი.

 


შეგახსენებთ, რომ დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, თანამდებობა მან გასულ წელს დატოვა. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.  2013 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა მიიღო დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება განისაზღვრა. პროგრამის შედეგად, მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე გაიზარდა, თუმცა ასევე წლიდან წლამდე იზრდებოდა პროგრამის ბიუჯეტიც.

 

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წლებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

 

2013 წელი — 70 მილიონი ლარი;

 

2014 წელი — 338 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 200 მილიონი;

 

2015 წელი — 573 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 470 მილიონი;

 

2016 წელი — 623 მილიონი ლარი. თავდაპირველი გეგმა — 570 მილიონი;

 

2017 წელი — 700 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 660 მილიონი;

 

2018 წელი — 760 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 713 მილიონი;

 

2019 წელი — 765 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 754 მილიონი.

 

სწორედ ამის გამო მთავრობამ 2017 წლის 9 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც დაახლოებით, 150,000 ადამიანი პროგრამიდან ამოვიდა. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვა აღარ წარმოადგენს საყოველთაო მოცვის მქონე ჯანდაცვის სისტემას.

 

სერგეენკოს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ქრონიკული დაავადებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ვერ ათვისებაც. „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მისი დაფინანსება 20 მლნ ლარით განისაზღვრა. თუმცა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით ხუთ თვეში პროგრამის ხარჯი 778.5 ათას ლარს შეადგენდა, რაც პროგრამის არაეფექტურ მუშაობად შეფასდა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად არაოფიციალურად ეს პროგრამა დასახელდა.

 

კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up