ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.
გამოცემის ცნობით, ვაქცინის შექმნაში ამერიკელი და ჩინელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.
imedinews