ჰონგ-კონგში მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ჰონგ-კონგში მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

access_time2019-07-14 21:00:03

ჰონგ-კონგში ათობით ათასმა ადამიანმა ისევ გამართა საპროტესტო აქცია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში ჰონგ-კონგის მთავრობამ ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონზე უარი თქვა და მას „მკვდარი“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტების მცირე ჯგუფსა და პოლიციას შორის. აქციის მონაწილეების ნაწილი ახლა უკვე ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სრულ დამოუკიდებლობას, ნაწილი კი მთავრობის ხელმძღვანელის კერი ლამას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციისა და რამდენჯერმე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, ჰონგ-კონგის მთავრობამ ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა 1 ივლისს დემონსტრანტების მიერ პარლამენტის შენობაში შეჭრა. მაშინ ჰონგ-კონგის პოლიციამ დააკავა 12 ადამიანი, რომლებიც, სამართალდამცავების განმარტებით, პარლამენტში შეჭრის პროცესში მონაწილეობდნენ.



ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში - ტაივანი, შეინარჩუნებდნენ პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.



თეგები:
ჰონგ-კონგი



აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს : ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს :  ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს
access_time2019-09-16 12:30:02
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა. ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ...


მსგავსი სიახლეები

up