ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადირების შესახებ კანონზე უარი თქვა

ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადირების შესახებ კანონზე უარი თქვა

access_time2019-07-09 14:37:50

ჰონგ-კონგის მთავრობამ ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონზე უარი თქვა და მას „მკვდარი“ უწოდა. South China Morning Post-ის ცნობით, ასეთი განცხადება ადმინისტრაციული რეგიონის ლიდერმა კერი ლამმა გააკეთა.


მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა აღარ გაგრძელდება. ამ კანონის წინააღმდეგ მრავალმილიონიანი აქცია გაიმართა. ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.


1 ივლისს დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მაშინ ჰონგ-კონგის პოლიციამ დააკავა 12 ადამიანი, რომლებიც სამართალდამცავების განმარტებით, პარლამენტში შეჭრის პროცესში მონაწილეობდნენ.


ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.


მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.


imedinews.ge


თეგები:
ჰონგ-კონგი



თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება - „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს

შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება -   „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს
access_time2020-06-05 10:50:09
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნესსაც მოუწევს.   „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია სწრაფი კვების ობიექტებზე, დაწესებული რეგულაციებით შემცირებული დინამიკის...


მსგავსი სიახლეები

up