ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ

ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ

access_time2019-03-19 19:43:16

19 მარტს თბილისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის შესახებ შეხვედრა ჰონგ-კონგიდან სტუმრად მყოფ 65-წევრიან დელეგაციასთან გაიმართა.



შეხვედრას ჰონგ-კონგის სპეციალური უმაღლესი რანგის დელეგაციის - ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედუარდ იაუ, ასევე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი.



ანაკლიის პორტისა და „ანაკლია სითის“ მენეჯმენტმა ანაკლიის პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მათ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები და მიმდინარე პროცესი დეტალურად განიხილეს.
მაღალი რანგის დელეგაციის მიზანი ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებაა, ასევე, აბრეშუმის გზის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში პარტნიორობა. დელეგაცია 30 სხვადასხვა პროფესიული სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს. ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.



ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ინტერესი ჰონგ-კონგის ბიზნესსექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გამოხატეს. ამავე პერიოდში დაიგეგმა საქართველოში ჰონგ-კონგის დელეგაციასთან სპეციალური შეხვედრაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.



„ანაკლია სითი“ უკვე თანამშრომლობს ჰონგ-კონგურ კომპანიასთან, მან აზიაში ყველაზე მსხვილ ლოგისტიკურ კომპანია „კერი ლოგისტიკასთან“ სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს გასულ წელს მოაწერა ხელი.



საქართველოსა და ჰონგ-კონგის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობა განსაკუთრებით ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში გააქტიურდა. ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის დერეფნისა და ინიციატივა „სარტყელი და გზის“ განვითარების ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი განიხილება.


NS






არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up