ჰონგ კონგის ფინანსური სერვისებისა და სახაზინო ბიუროს (FSTB) ხელმძღვანელმა კრისტოფერ ჰუიმ განაცხადა, რომ ჰონგ კონგის ხელისუფლებამ გამოყო 50 მლნ დოლარი Web 3.0 ეკოსისტემის განვითარების დასაჩქარებლად. ამის შესახებ Finance.ua წერს.
ოფიციალური პირის თქმით, თანხები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას, ასევე ახალგაზრდებისთვის სემინარების ჩატარებას მოხმარდება.
კრისტოფერ ჰუის მიაჩნია, რომ „ჰონკონგს აქვს პოტენციალი გახდეს წამყვანი Web 3.0 ჰაბი აზიაში და მის ფარგლებს გარეთ და აღნიშნა, რომ მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირტუალურ აქტივებსა და ვებ 3.0-ს.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ჰონგ კონგის ხელისუფლება ცდილობს, რომ უზრუნველყოს საწარმოების ყოვლისმომცველი მხარდაჭერის სისტემა. პოლიტიკოსის თქმით, ჰონგ კონგში 800-ზე მეტი ფინტექ კომპანიაა, რომლებიც მოსახლეობას და ბიზნეს სექტორს სხვადასხვა ტიპის ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს.
გარდა ამისა, მან ისიც თქვა, რომ ჰონგ კონგის სავალუტო ორგანო (HKMA) სტაბილური კოინების მარეგულირებელ რეჟიმზე მუშაობს, რათა ის 2024 წლისთვის დანერგოს.