კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ეკონომიკის დარგების უმეტესობა რადიკალურად შეცვალა, რამაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია.
BBC-ის ინფორმაციით, პანდემიამ ასევე მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძვირ ქალაქებად ჰონგ-კონგი, ციურიხი და პარიზი სახელდება.
ამასთან, ქალაქები - სინგაპური და ოსაკა, რომლებიც გასულ წელს სიძვირით ჰონგ-კონგს უტოლდებოდნენ, წელს მას ბევრად „ჩამორჩებიან“.
ამასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში სინგაპური საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად სახელდებოდა, წელს კი მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.
The Economist Intelligence Unit-ის მიხედვით, სინგაპურში ფასების მკვეთრი ვარდნა ქვეყნიდან უცხოელი ბიზნესმენების გადინებამ განაპირობა.
გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში ჩინეთის დიდ ქალაქებში ცხოვრება გაცილებით უფრო ძვირი გახდა, ევროპასა და აშშ-ში კი პირიქით, ფასები მკვეთრად დაეცა.
2020 წლის ყველაზე ძვირი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:
1. ჰონგ-კონგი
2. ციურიხი, შვეიცარია
3. პარიზი, საფრანგეთი
4. სინგაპური
5. ოსაკა, იაპონია
6. თელ-ავივი, ისრაელი
7. ჟენევა, შვეიცარია
8. ნიუ-იორკი, აშშ
9. კოპენჰაგენი, დანია
10. ლოს-ანჯელესი, აშშ
2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი კი ასეთი იყო:
1. სინგაპური
2. პარიზი, საფრანგეთი
3. ჰონგ-კონგი
4. ციურიხი, შვეიცარია
5. ჟენევა, შვეიცარია
6. ოსაკა, იაპონია
7. სეული, სამხრეთ კორეა
8. კოპენჰაგენი, დანია
9. ნიუ-იორკი, აშშ
10. თელ-ავივი, ისრაელი
bpn.ge