Honda-ს ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, - ინფორმაციას BBC იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიბერთავდასხმის გამო შეფერხებულია სერვერზე წვდომა, რის გამოც კომპანიის გლობალური ოპერაციები შეფერხდა.
პრობლემა ამ დრომდე არაა აღმოფხვრილი და მის მოსაგვარებლად სპეციალისტები მუშაობენ.
Honda 33 ქვეყანაში 119 საწარმოს ფლობს, რაც საშუალებას აძლევს ყოველწლიურად პროდუქციის მილიონობით ერთეული აწარმოოს. მოტოციკლების წარმოებით ჰონდას მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს და მსოფლიო ავტომობილების მწარმოებელთა ათეულში შედის.
Imedinews.ge