“Holiday Factory არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს!”

“Holiday Factory არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს!”

access_time2019-12-10 15:46:38

Holiday Factory 2019 წლის საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი გახდა! ამ ნომინაციაში გამარჯვება მან Welcome To Georgia - ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ღონისძიებაზე მოიპოვა, რომელიც 6 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა.


წამყვანი ტურ ოპერატორი შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, Holiday Factory, ცნობილია არა მხოლოდ იდეალური სერვისითა და მომსახურებით, არამედ ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე მორგებული ტურისტული პაკეტების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.


“ჩვენთვის დიდი პატივია წლის საუკეთესო ტურ ოპერატორად აღიარება! მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს მომხმარებლებს, საუკეთესო თანამშრობლებს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, რომლებიც Holiday Factory-ს გუნდს ქმნიან! ეს ჯილდო ჩვენი მონდომებისა და შრომის დადასტურებაა, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს წარმოჩენას სხვადასხვა ქვეყანაში, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ და ქართული ტურისტული ბაზარი და ეკონომიკა გავაძლიეროთ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ Holiday Factory შეყვარებულია საქართველოზე!“ აღნიშნა კარა ბიულმა, Holiday Factory საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა.



Holiday Factory იყო პირველი ტურისტული სააგენტო დუბაისა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომელმაც საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების რეკლამირება დაიწყო 2015 წლიდან. სრულიად უცნობი მიმართულებიდან, Holiday Factory-ს დამსახურებით, საქართველო დღეს ამ ქვეყნებიდან ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებების სამეულშია.

 

ჩვენ პირველებმა დავიწყეთ საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტული მიმართულების წარმოჩენა და რეკლამირება არაბული სამყაროს ქვეყნებში. ეს ჯილდო სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ამ წელიწადნახევრის მანძილზე უამრავი ტურისტი შემოვიყვანეთ ამ ქვეყნებიდან. ამაში ხელი შეგვიწყო არაბეთის გაერთიანებული საემიროებსა და საქართველოს შორის სავიზო რეგულაციების გაუქმებამ და გვინდა მადლობა ვუთხრათ საქართველოს მთავრობასა და ტურიზმის ასოციაციას ამისთვის, რადგან სავიზო რეგულაციების გაუქმება პირდაპირპროპორციულია ტურისტების რაოდენობის ზრდისა და ამ ბაზრის წარმატების.“ აღნიშნა კარამ დაჯილდოვების ღონისძიებაზე.

 


Holiday Factory გერმანული ტურისტული სტანდარტების მიხედვით მომუშავე კომპანიაა და ორიენტირებულია ხანგრძლივ პარტნიორობებსა და მდგრადი ბიზნესის წარმოებაზე. ყველა ტურისტული გიდი გადამზადებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით და მომხმარებლები კომპანიას ირჩევენ არა მხოლოდ ხელმისაწვდომი ფასების, არამედ საინტერესო შეთავაზებებისა და ტურისტული გიდების სერვისით, რის გამოც სტაბილური სტუმრების რაოდენობა, რომლებიც მრავალჯერ სარგებლობენ Holiday Factory-ს სერვისით, საკმაოდ მაღალია.  

 

 

ქართული ეკონომიკის მხარდაჭერა Holiday Factory-ს გრძელვადიანი მიზანია. როგორც ცნობილია, ზაფხულის თვეებში შემოსული ტურისტების რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად აჭარბებს ზამთრის თვეებში შემოსული ტურისტების რაოდენობას. კლასიკური ტურისტული ტრენდებისგან განსხვავებული მიდგომით, Holiday Factory აბალანსებს შემოსული ტურისტების რაოდენობას მთელი წლის მანძილზე და ზამთრის განმავლობაშიც იმავე რაოდენობის ტურისტების ჩამოყავს საქართველოში სამოგზაუროდ. მაგალითად, გასულ უქმეებზე, მხოლოდ 48 საათის განმავლობაში 500ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს Holiday Factory-ს დახმარებით.

 


 

 კომპანიის შესახებ: Holiday Factory არაბეთის გაერთიანებული საემიროების წამყვანი ტურისტული სააგენტოა, რომელიც 2012 წელს დაარსდა და საქართველოში 2018 წელს გაიხსნა, როგორც სააგენტოს დამოუკიდებელი წარმომადგენლობა. Holiday Factory მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს, რომელშიც ფრენა, სასტუმრო, გიდის მომსახურება, დაზღვევა, აეროპორტის ტრანსფერი და სხვა ყველა დეტალი შედის, რაც საქართველოში კომფორტული და მოსახერხებელი მოგზაურობისთვის ჭირდებათ.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია: teonabagdavadze@gmail.com



(R)

 



თეგები:
Holiday Factory



პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up