ეკონომიკაში აგროსექტორის 6.5%-იან წილს დასაქმებულთა 41% ქმნის

ეკონომიკაში აგროსექტორის 6.5%-იან წილს დასაქმებულთა 41% ქმნის

access_time2021-02-16 12:30:25

მტკიცება, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა ნახევარად სიმართლეა. ერთის მხრივ სოფლის მეურნეობის სექტორში სამუშაო ძალის 41% მუშაობს, რაც ძალიან ბევრია, მეორეს მხრივ ეს ადამიანები ეკონომიკის მხოლოდ 6.5%-ს ქმნიან. გარდა ამისა, თუ არ ჩავთვლით თხილს და ღვინოს, აგროექსპორტში საქართველოს სულაც არ უკავია მოწინავე პოზიციები და ტერიტორიით უფრო მცირე ნიდერლანდებს 100-ჯერ ჩამორჩება.

თავისთავად ფაქტი, რომ ეკონომიკის 6.5%-ზე სამუშაო ძალის 41%, ანუ 6.3-ჯერ მეტი მუშაობს, უკვე მის არაეფექტიანობაზე მეტყველებს.

საქართველოში აგროსექტორის უმთავრეს პრობლემას დაბალეფექტიანოიბა წარმოადგენს. 1 ჰა-ზე მოყვანილი ხილისა თუ მარცვლეული კულტურის მოცულობა განვითარებული ქვეყნის მაჩვენებელებს რამდენჯერმე ჩამოუვარდება, ისევე როგორც 1 ძროხის მიერ მოწველილი რძე, ან 1 სკიდან ამოღებული თაფლი.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში. სოფლის მეურნეობა ეკონომიკის 2, მაქსიმუმ 3 პროცენტს აგენერირებს და სამუშაო ძალის დაახლოებით ამდენივე პროცენტია მისკენ მიმართული, თუმცა მათი 2% თანხობრივად უფრო მეტი გამოდის ვიდრე საქართველოს 6.5%.


agw


თუ ამ გრაფიკს დასაქმების მაჩვენებლებსაც დავუმატებთ, აღმოჩნდება, რომ ღარიბ ქვეყნებში, სადაც აგროსექტორის წილი ეკონომიკაში ისედაც მაღალია, დასაქმების მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.


aged

რა გაგვაქვს ექსპორტზე? თანხობრივად პირველ ადგილზე ღვინოა. 2020 წელს ღვინის ექსპორტმა $210 მლნ შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით $13 მლნ-ით ნაკლები. სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი პირიქით $5 მლნ-ით გაიზარდა და $132 მლნ-ს მიაღწია. მკვეთრად 42%-ით $94-მლნ-მდე გაიზარდა თხილის ექსპორტი. 2014-2016 წლებში ის $175 მლნ-ს აღემატებოდა და ღვინის ექსპორტს აჭაბერბდა. დღესაც თუ საქართველო ღვინის ექსპორტში ათეულს მიღმაა, თხილის ექსპორტში ხუთეულშია.


$6 მლნ-ით $27 მლნ-მდეა გაზრდილი ციტრუსის ექსპორტი. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ცოცხლად და ხორცის სახით საზღვარგარეთ სარეალიზაციოდ ჯამში $40 მლნ-ის გავიდა რაც 2019 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ აღემატება. 50%-ით $21 მლნ-მდეც გაიზარდა ცხვრებისა და თხების ექსპორტიც. თაფლი მხოლოდ $0.1 მლნ.


2020 წლის დეკემბერში საქსტატმა უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა. თუ აქამდე ყველა ვისაც თუნდაც ძალიან მცირე შიდამეურნეობა გააჩნდა თვითდასაქმებულად ითვლებოდა, ამიერიდან დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის, ვინც მის მიერ მოყვანილი პროდუქციის მინიმუმ 50%-ის რეალიზაციას მოახდენს. ასეთი ცვლილების შედეგად დასაქმებულთა ნომინალური რაოდენობა შემცირდა. დაკორექტირებული მონაცემებით სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 41% აღარ იქნება. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს აგროექსპორტი გაიზარდა, მომსახურების ექსპორტი კი მკვეთრად შემცირდა, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაზრდილი აღმოჩნდება.



დაბალეფექტიანობის უმთავრეს მიზეზებად მცირე მეურნეობა და ტექნოლოგიების უქონლობა მიიჩნევა. 2019 წელს დარგის მთლიანმა გამოშვებამ 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმდროინდელი კურსით $1.67 მლრდ-ს, ამჟამინდელი კურსით კი $1.45 მლრდ-ს უდრის. შედარებისთვის იმავე 2019 წელს ნიდერლანდების აგროექსპორტმა €94.5 მლრ - $106 მლრდ შეადგინა. ისრაელისამ - $8 მლრდ.


უნდა აღინიშნოს, რომ აგროსექტორის ეფექტიანობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მიმართულების ხარჯზე. ერთწლიანი კულტურის ნათესი ფართობი 2014-2019 წლებში 275 ათასი ჰა-დან 203 ათას ჰა-მდე შემცირდა, მიუხედავად ამისა ხორბლის წარმოება 48 ათასი ტონიდან 101 ათას ტონამდე გაიზარდა, ქერის 27 ათასი ტონიდან 54 ათასამდე, ბოსტნეულის 154 ათასიდან 161 ათასამდე, თუმცა იმავე პერიოდში კარტოფილის წარმოება 215 ათასი ტონიდან 195 ათას ტონამდე შემცირდა, ხოლო სიმინდის 292 ათასიდან 207 ათასამდე.


საქსტატის ცნობით 2014-2019 წლებში ხორბლის საშუალო მოავლიანობა 1 ჰა-ზე 1.4 ტონიდან 2.3 ტონამდე გაიზარდა, ქერის 1.3 ტ-დან 2.1 ტ-მდე, სიმინდის 2.3 ტ-დან 2.8 ტ-მდე, ლობიოსი 0.6-დან 0.8-მდე, მზესუმზირის 0.7-დან 1.1-მდე, კარტოფილის 11.7-დან 11.8-მდე, ბოსტნეულის 6.6-დან 10-მდე, ბაღჩეულის 23.1-დან 25.1-მდე.


ერთწლიანი კულტურებისგან განსხვავებით 2014-2019 წლებში ხილის წარმოება, ყურძნის გამოკლებით მკვეთრად შემცირდა, მათ შორის: თესლოვანი ხილის (ვაშლი, მსხალი, კომში) 97 ათასი ტონიდან 523 ათას ტონამდე, კურკოვანი ხილის (ბალი, ალუბალი, ტყემალი, ალუჩა, გარგარი, ტყემალი, ქლიავი) 53 ათასი ტ-დან 39 ათას ტ-მდე, თხილისა და კაკლის 38 ათასიდან 31 ათასამდე - 2015-2018 წლებში თხილის წარმოება განახევრდა და 17 ათას ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კვლავ ზრდა დაიწყო. სუბტროპიკული ხილის (კარალიოკი, ლეღვი, ფეიხოა, კივი, ბროწეული, თუთა) წარმოება უმნიშვნელოთ 20.1 ათასიდან 20.3 ათას ტონამდე გაიზარდა, მარწყვისა და ჟოლოსი 1.1 ტასიდან 2 ათას ტონამდე. ციტრუსის წარმოება 6 ათასი ტონით 64 ათასამდე შემცირდა. რაც შეეხება ყურძენს, ის პრაქტუკლად ერთადერთი გამონაკლისია, რომლის წარმოებაც 2014-2019 წლებში 173 ათასიდან 294 ათას ტონამდე გაიზარდა.


მრავალწლიანი ნარგავების ფართობის შესახებ საქსტატზე მხოლოდ 2017 წლის მონაცემები მოიძებნება, რომლის მიხედვითაც 4 წლის წინ ხეხილიან ბაღებს 76 ათასი ჰექტარი ეკავათ, ვენახებს 36 ათასი, ციტრუსებს 9 ათასი და კენკროვან მცენარეებს ათასი.


რაც შეეხება მეცხოველეობას ბოლო 5 წელიწადში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 970 ათასიდან 870 ათასამდე შემცირდა, ღორის 170 ათასიდან 156 ათასამდე, ცხვარის 866 ათასიდან 842 ათასამდე. იმავე პერიოდში მკვეთრად 42%-ით 9.466 მლნ-მდე გაიზარდა ფრინველთა სულადობა, 35%-ით 257 ათასამდეა გაზრდილი ფუტკრის სკათა რაოდენობაც.


სულადობის შემცირების მიუხედავად 5.7%-ით 18.3 ათას ტონამდეა გაზრდილი ღორის ხორცის წარმოება. ცხვრის 44%-ით 5.9 ათას ტონამდე, მსხვილფეხა რქოსანის მხოლოდ 3%-ითაა შემცირებული 22.1 ათას ტონამდე. 4.6%-ით 562 მლნ ლიტრამდეა შემცირებული რძის წარმოებაც. ფრინველის ხორცის წარმოება 56%-ით 22.8 ათას ტონამდეა გაზრდილი, კვერცხის - 20%-ით 662 მლნ-მდე და თაფლის 32%-ით 2.5 ათას ტონამდე.


ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წლიური წველადობა ბოლო 5 წელიწადში 13%-ით გაიზარდა და 1543 ლიტრს მიაღწია, რაც დღოიურად 4.23 ლიტრს უდრის.


მოსავლიანობისა თუ წველადობის მატება კარგია, მაგრამ ყველაფერი სასტარტო პოზიციასა და ზრდის ტემპზეა დამოკიდებული. თუ 5 წელიწადში ქართული ძროხის წველადობა 13%-ით გაიზარდა, ნიდერლანდებში 9 წელიწადში უფრო ნაკლები 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ 2019 წელს 1 ჰოლანდიური ძროხა წლიურად საშუალოდ 8870 ლიტრ რძეს იძლეოდა, ანუ ქართულ ძროხასთან შედარებით 5.75-ჯერ მეტს.


თუ საქართველოში 2019 წელს ხორბლის მოსავლიანობა ჰექტარზე 2.3 ტონას უდრიდა, იგივე მაჩვენებელი იმავე წელს, შეერთებულ შტატებში 4.4 ტონას შეადგენდა. თუ სიმინდი საშუალოდ ჰექტარზე 2.8 ტონა მოდის ამერიკაში ერთმა ფერმერმა აკრზე 616 ბუშელს მიაღწია, რაც ჰექტარზე 51.7 ტონას ნიშნავს. ეს მსოფლიო რეკორდია და რეალურად ამერიკაშიც საშუალო მაჩვენებელი 3-ჯერ, 3.5-ჯერ დაბალია, რაც თავის მხრივ საქართველოს საშუალო მაჩვენებელს მინიმუმ 5-ჯერ აღემატება.


ტენდენცია პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მსგავსია. გლეხი, რომელიც 5G ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ცხენებ შებმული გუთნით ხნავს და ზურგზე აპარატმოკიდებული წამლით, ვერასრდოს გაუწევს კონკურენციას იმ ფერმერს, რომელიც ნაკვეთს თვითმფრინავიდან ამუშავებს. მსხვილი მიწა, სასათბურე თუ ფერმერული მეურნეობა, მასშტაბის ეფექტს იძლევა და მეტი მოგების შანსია, ვიდრე მცირე მიწების ფართობების არითმეტიკული ჯამი, თუმცა კვლევისა და სათანადო ტექნოლოგიების გარეშე მიწების გამსხვილების ეფექტი არასაკმარისი იქნება. აუცილებელია ისიც, რომ სოფლის მეურნეობა სხვა დარგების პარალელურად ვითარდებოდეს, რადგან არ არსებობს მსოფლოში ისეთი მდიდარი სახელმწიფო, რომლის ეკონომიკაშიც აგროსექტორს ორნიშნა წილი უკავია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up