ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი: ევროპული ეკონომიკა მეტისმეტადაა დამოკიდებული საბანკო სისტემაზე

ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი: ევროპული ეკონომიკა მეტისმეტადაა დამოკიდებული საბანკო სისტემაზე

person access_time2016-01-30 14:09:14

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ფინტექი („საფინანსო-ტექნოლოგიური“) იყო ის სიტყვა, რომელსაც ბანკირები ყველაზე ხშირად იყენებდნენ. მსოფლიოს უდიდესი ფინანსური კომპანიების ლიდერებმა ინოვაციების პოტენციალს დიდი რეკლამა გაუკეთეს და სტარტაპების კონტროლი, რაც მათ საქმიანობას გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის, მარეგულირებელ ორგანოებს მიანდეს. 


Deutsche Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ქრაიანმა, მომავალი 10 წლის განმავლობაში ნაღდი ფულის გაქრობა ივარაუდა. Bank of America Corp.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან მოინიანმა განაცხადა, რომ მისი ფირმა წელიწადში 3 მილიარდს, რაც საერთო ხარჯების 5%-ზე მეტს შეადგენს, კოდირებაზე ხარჯავს. JPMorgan Chase & Co.-მ და Banco Santander SA-მ ყოფილი ბანკირის, ბლაიტ მასტერსის ბლოკჩეინის სტარტაპის დაფინანსების შესახებ განაცხადეს.

 

„როგორც ჩანს, ყველა ბანკი თავის თავს ფინტექ კომპანიას უწოდებს,“ – გაკვირვება გამოხატა ტაავეტ ჰინრიკუსმა, TransferWise Ltd.-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. TransferWise Ltd. ლონდონში განთავსებული ფულის გადაგზავნის სერვისია, რომელიც ფულს  ბანკებთან შედარებით საზღვარგარეთ უფრო ხელმისაწვდომ ფასად აგზავნის.

 

სტარტაპების სამყაროში არაერთი აღმასრულებელი დირექტორი, მათ შორის ტაავეტ ჰინრიკუსი, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს პირველად ესწრებოდა. ოფიციალური განხილვებზე ნაცნობი სახეები დომინირებდნენ. 


ბანკების განადგურება



ოლივერ ვაიმანის მოხსენების მიხედვით, მსოფლიოს უდიდეს ფინანსური სერვისების მიმწოდებელ ფირმებს შეეძლოთ ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპების გამო $150 მილიარდი დაეკარგათ. თითოეულ ბანკს მზარდ კონკურენციასთან ადაპტირებისათვის IT სისტემების განვითარება 4 მილიარდი დოლარი დაუჯდება. შედარებისთვის: 100 უდიდესი ბანკის საშუალო დივიდენდის გადასახადი საშუალოდ $1.7 მილიარდია. პოტენციური დანაზოგი ამდაგვარი ინვესტიციის შედეგად $340 მილიარდი იქნება.

 

UBS Group AG-ის თავმჯდომარის, აქსელ ვებერის განცხადებით, მსგავსი შესაძლებლობები საფრთხეებს გადაწონის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქტივების ფასების კლებამ და დამფრთხალმა ინვესტორებმა განსაზღვრონ მოკლევადიანი ფასების ზრდა სავაჭრო ბიზნესში, რამაც ბოლო წლების განმავლობაში სახე იცვალა.

 

ყველაზე დიდმა ბანკებმა სცენაზე ახალი მოთამაშეები გამოიყვანეს, რომლებიც მომხმარებლებს საბანკო სერვისებს სთავაზობენ. Moynihan and Standard Chartered Plc-ს აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ვინტერსის განცხადებით, ახალი წესები ინდუსტრიაში ცვლილებებს შეაჩერებს.

 

“ეს დამანგრეველი განვითარებაა, რომელიც რეგულირებას საჭიროებს,“ განაცხადა ვინტერმა. „საჭიროა საგადასამხდელო სისტემების დარეგულირება და შესწავლა.“


ალტერნატივების ძიება


ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრის, იერომ დაიზებლუმის თქმით, ევროპული ეკონომიკა მეტისმეტად დამოკიდებულია საბანკო სისტემაზე. მარეგულირებლებმა უნდა წაახალისონ დაფინანსების ალტერნატიული პროვაიდერები, რომლებიც მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებიან. 


„ჩვენ გვჭირდება ალტერნატივები და ამაში ტექნოლოგია დაგვეხმარება,“ განაცხადა მან. „მარეგულირებლები ტექნოლოგიური განვითარებიბის წინ არასოდეს არ უნდა იდგნენ. ისინი განვითარებას მაქსიმალურად ახლოს უნდა მისდევდნენ, გაიგონ მისი არსი და ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხზე იმუშაონ. სანამ არ გავიგებთ არსს, მანამდე რეგულირება საჭირო არ არის,“– განაცხადა მან.

 

ის პირებიც კი, რომლებიც პირველად ესწრებოდნენ ფორუმს, გაოცებას ვერ მალავდნენ, თუ როგორ სწრაფად გახდა ტექნოლოგიური ცვლილებების საკითხი საბანკო განხილვების მთავარი თემა.



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up