ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. მას 12,5 მლნ. ევრო აღმოუჩინეს.დაკავებული ამ თანხის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით განმარტებაზე უარს აცხადებს. ადკოკატის ინფორმაციით, დაკავებულს არც საკუთრება და არც საცხოვრებელი გააჩნდა.
პოლიციის მონაცემებით, ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ჰოლანდიაში ერთ სივრცეში იქნა ამოღებული.დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება.
ჩხრეკის დროს პოლიციამ ასევე ფულის დამთვლელი აპარატი და ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
წყარო: Newsgeorgia.ru
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ