Hogan Lovells ქართული მხარის მიმართ ფრონტერას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

Hogan Lovells ქართული მხარის მიმართ ფრონტერას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

access_time2020-01-31 16:45:33

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო იურიდიული კომპანია, Hogan Lovells, რომელიც კომპანია ფრონტერას წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში ქართული მხარის ინტერესებს იცავს დავასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. მას კომპანიის პარტნიორი, ერთ-ერთი წამყვანი იურისტი დევიდ დანი აწერს ხელს:


„ჰოგან ლოველსი წარმოადგენს ნავთობისა და გაზის კორპორაციას და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საარბიტრაჟო დავაში, რომელიც ეხება „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მიერ ამავე ორგანიზაციებთან გაფორმებული 1997 წლის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები ხელშეკრულების მთელი რიგი დარღვევების თაობაზე, რომლებიც გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში, საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედი, მიუკერძოებელი საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ.


კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო ხელშეკრულების და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და მათ შესაბამისად ჩამოყალიბებულ საერთაშორისო ტრიბუნალში საარბიტრაჟო წარმოების აღძვრის გზით მისდევდნენ დავების გადაწყვეტის მიზნით განსაზღვრულ სახელშეკრულებო პროცედურას. საკითხთან დაკავშირებული საარბიტრაჟო მოსმენები ჩატარდა და დასრულდა დეკემბერში; მხარეები ელოდებიან ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო მოწოდებული არიან პატივი სცენ, დაიცვან და შეასრულონ ტრიბუნალის ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს იგი. კანონიერების დაცვის ამ ნათელ მაგალითთან სრულ თანხვედრაში, კორპორაციამ და სახელმწიფო სააგენტომ უარი თქვეს ნებისმიერი მოქმედების დაწყებაზე, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყოლოდა ფრონტერას მიერ სადავო ტერიტორიაზე თავისი უფლებების განხორციელების პროცესში ჩარევა, იმის მიუხედავად, რომ კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო თვლიდნენ და თვლიან, რომ ფრონტერას ეს უფლებები არ გააჩნია.



დავის საგანში შემავალი საკითხები წარმოადგენენ სტანდარტულ და ჩვეულებრივ კომერციულ დავას და მასში ჩართული ქართული ორგანიზაციები მოქმედებდნენ კორექტულად თავისი უფლებების დაცვის და დავის გადაწყვეტის სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენების დროს. საწინააღმდეგოს მტკიცების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, ფრონტერა, ყოველგვარი გამართლების ან ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, საპირისპიროს აცხადებს და ცდილობს ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ბრალი დასდოს ქართულ მხარეებს, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა.


ფრონტერა სხვადასხვა ხერხების გამოყენებით გამუდმებით ცდილობდა საარბიტრაჟო წარმოების გაჭიანურებას და შეფერხებას, მისი დაყოვნების მიზნით. ამის მიუხედავად, კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო ზედმიწევნით იცავდნენ სახელშეკრულებო დებულებებს და კანონიერების პრინციპს.


ჩვენ მოხარული ვიქნებით წარმოვადგინოთ დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში“


(R)


თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up